შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
spot_img
მთავარიUncategorized„ანევრიზმა დამარცხებულია“- ჟურნალისტი ია თინიკაშვილი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

„ანევრიზმა დამარცხებულია“- ჟურნალისტი ია თინიკაშვილი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

ჟურნალისტი, ია თინიკაშვილი სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.

„გადავლახე ჩემი ცხოვრების ურთულესი ეტაპი! თავის ტვინში მოულოდნელად აღმოჩენილი ანევრიზმა დამარცხებულია.

სტრესი, ტკივილი და გაუძლებლის გაძლება, ჩემი უახლოესი ადამიანების, თითოეული თქვენგანის მხრიდან თანადგომის და გამხნევების შედეგად შევძელი. უდიდესი მადლობა თქვენ, უდიდესი მადლობა იმ სახელმწიფო უწყებებს, რომლებიც მუდმივად მეკონტაქტებოდნენ და ზრუნავდნენ ამ პატარა ,,ნაღმის” დროულად გაუვნებელყოფაზე.

(მადლობა სახელმწიფო უწყებებს საქართველოს მთავრობა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia, სამხედრო ჰოსპიტალი / Military Hospital, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია / Tbilisi City Hall იმისთვისაც, რომ მათი ხელშეწყობით გადარჩენილი არაერთი ჩვენი მოქალაქე ვნახე აქ).

✔️ მადლობა ქართველ ექიმებს სწორად დასმული დიაგნოზისთვის და მადლობა თურქეთის
✔️ Bahçeşehir Üniversite Hastanesi Medical Park Göztepe-ის ნეიროქირურგიისა და რადიოლოგიის დეპარტამენტს უდიდესი პროფესიონალიზმისთვის და ოპერაციის მიმდინარეობისას გაუთვალისწინებელი შემთხვევის პროფესიონალურად მართვისთვის. მადლობა ,,მედიქალპარკის” რეანიმაციული დეპარტამენტის იმ ახალგაზრდა ექიმს, ენის ბარიერის მიუხედავად რომ მამხნევებდა და გვერდიდან არ მომცილებია.
✔️და, ბუნებრივია, უდიდესი მადლობა ჩემს ძალიან კარგ შვილს – ბექას და ჩემს უკარგეს მეგობარ Nata Kopadze-ს, რომ ამ დღეების სირთულე ორივემ ჩემთან ერთად გადაიტანა ასე ვაჟკაცურად.
დღეს დავტოვ სტამბოლს და შინ ჩემი მთავარი თერაპია, ჩემი შვილიშვილები – პეტრე და კირა მელიან .
დარწმუნებული ვარ, ამგვარივე წარმატებული შედეგით დავბრუნდები სტამბოლიდან 6 თვეში დაგეგმილი საკონტროლო კვლევებიდანაც. გმადლობთ “ – წერს ია თინიკაშვილი.

#drpkhakadze #sheniambebi

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი