პარასკევი, ნოემბერი 14, 2025
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებიარასრულწლოვანი, რომელიც 2-ჯერ დასვეს ელექტროსკამზე

არასრულწლოვანი, რომელიც 2-ჯერ დასვეს ელექტროსკამზე

შუა საუკუნეებში ითვლებოდა, რომ უფალი ეხმარებოდა სიკვდილით დასჯისგან გადარჩენილს და ეს „ზემოდან“ მიუთითებდა იმაზე, რომ ადამიანი უდანაშაულო იყო. ძველ რომში არსებობდა კანონიერი წესი Non bis in idem – „არავინ შეიძლება ორჯერ დაისაჯოს ერთი დანაშაულისთვის“. მოქმედებს თუ არა ეს პრინციპი დღეს და რა ემართებათ მათ, ვინც სიკვდილით დასჯას გადაურჩება?

დღევანდელ მსოფლიოში გადარჩენილთა შეწყალების ჰუმანური წესები არ გამოიყენება. დახვრეტის, ჩამოხრჩობის, ელექტროსკამზე დასმის, გაზის კამერაში ან ინიექციის საშუალებით სიკვდილით დასჯის დროს სასწაულებრივად გადარჩენილის დასჯის მცდელობას მანამდე გააგრძელებენ, სანამ განაჩენს სისრულეში არ მოიყვანენ.

ზედმეტი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, იმ ქვეყნების კანონებში, სადაც ჯერ კიდევ არსებობს სიკვდილით დასჯა, არის სპეციალური ფორმულირება, სადაც ნათქვამია, რომ სიკვდილით დასჯილ პირს „სიკვდილის მომენტამდე“ დასჯიან. ანუ სიკვდილმისჯილი სიცოცხლის მოსპობის მეორე მცდელობასაც რომ გადაურჩეს, მესამე განხორციელდება და ა.შ.

ზოგჯერ სხვაგვარადაც ხდება. 1945 წელს პირველი დასაბუთებული შემთხვევა მოხდა, როდესაც მსჯავრდებული ადამიანი ელექტროსკამზე სიკვდილით დასჯას გადაურჩა.

არასრულწლოვანი მკვლელი უილი ფრანსინი სკამზე დასვეს და დენი ჩართეს, მაგრამ ის არ გარდაცვლილა. ბიჭი ყვიროდა: „გამორთეთ, ჯანდაბა, სუნთქვის საშუალება მომეცით!“. სიკვდილით დასჯა შეწყდა, უილის სამედიცინო დახმარება გაუწიეს და საკანში დააბრუნეს. სასჯელაღსრულების იარაღს ექსპერტიზა ჩაუტარდა და აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი კონტაქტი გაუმართავი იყო.

სანამ აღჭურვილობის შეკეთებას ცდილობდნენ,  ფრენსის ადვოკატმა, ბერტრან დებლანკმა დრო არ დაკარგა და ცდილობდა, მისი კლიენტის სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეეცვალა. ადვოკატი მივიდა აშშ-ის უზენაეს სასამართლოში, მაგრამ მკვლელი ვერ გადაარჩინა. 1947 წლის გაზაფხულზე, პირველი წარუმატებელი მცდელობიდან ორი წლის შემდეგ, სასჯელი იმავე გზით აღსრულდა.

ასევე ნახეთ:

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

READ  "ისევ ამე­რი­კე­ლის და რუ­სის ხელის და ნე­ბის შემყურეები ვართ და იმ­დე­ნი ღირსებაც არ გაგ­ვაჩ­ნია, რომ..."- ოტია იოსელიანის სიკვდილისწინა მონოლოგი

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი