FDA-მ დეპრესიის სამკურნალოდ პირველი სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა დაამტკიცა

FDA-მ დეპრესიის სამკურნალოდ პირველი სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა დაამტკიცა | შენი განათლება
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) პირველი მოწყობილობა დაამტკიცა, რომლითაც დეპრესიის მკურნალობა სახლშივე იქნება შესაძლებელი. აპარატი ტვინის სტიმულირებით მუშაობს. მედიკამენტური მკურნალობისა და ფსიქოთერაპიის გარდა, იგი კიდევ ერთი საშუალება იქნება დეპრესიასთან საბრძოლველად.

მოწყობილობა კომპანია Flow Neuroscience-მა შექმნა და FL-100 ჰქვია. პაციენტმა იგი ყურსასმენების მსგავსად უნდა გაიკეთოს; მოწყობილობა ელექტროდენს აწვდის ტვინის ერთ-ერთ რეგიონს, რომელსაც დორსოლატერალური პრეფრონტალური ქერქი ჰქვია. ცნობილია, რომ ეს უკანასკნელი გუნება-განწყობის აშლილობებსა და დეპრესიასთან არის კავშირში. თავად ტექნიკას ტრანსკრანიალური პირდაპირი ელექტრული სტიმულაცია (tDCS) ეწოდება.

ცხადია, ამ ტექნიკას თავისი კრიტიკოსებიც ჰყავს. ჟურნალ Lancet-ში 2023 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს მიდგომა დეპრესიის მკურნალობისთვის პლაცებოზე ეფექტიანი სულაც არ არის. მეორე მხრივ, სხვა, მათ შორის Flow Neuroscience-ის დაფინანსებული, ცდების ფარგლებში tDCS ტექნიკას გარკვეული სარგებელი მოუტანია.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

FDA-მ მოწყობილობა მეორე ფაზის კლინიკური ცდის საფუძველზე დაამტკიცა, რომელიც 2024 წელს ჩატარდა. კვლევაში 174 ადამიანი მონაწილეობდა. ათი კვირის განმავლობაში ისინი 30-წუთიან სესიებად იყენებდნენ აპარატს. შედეგად დეპრესიის სიმპტომები მნიშვნელოვნად შეუმცირდათ საკონტროლო ჯგუფის მონაწილეებთან შედარებით, რომელთაც მოწყობილობა არ გამოუყენებიათ.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

FDA თავის გადაწყვეტილებას იმით ასაბუთებს, რომ მოწყობილობის სარგებლიანობა “მცირეა, თუმცა საკმარისია, რომ შესაძლო რისკები გადაწონოს”. სააგენტომ შესაძლო რისკებს შორის თავის ტკივილი და კანის გაღიზიანება დაასახელა.

რეინჰარტის აზრით, დეპრესიის მქონე პაციენტებს ერთით მეტი გზა ექნებათ სამკურნალოდ, რომელიც მედიკამენტებს არ მოიცავს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს მათთვის, ვისთვისაც ანტიდეპრესანტებით მკურნალობა ეფექტიანი არ არის. ცხადია, მეტი კვლევაა საჭირო, რომ tDCS-ის ხანგრძლივ პერსპექტივაში ეფექტიანობა შევისწავლოთ… ვრცლად

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Android: https://play.google.com/store/apps/details…

READ  „ჭარბი წონის წინააღმდეგ არსებობს პრეპარატები და მთელი საქართველო ამას იკეთებს... კატეგორიული წინააღმდეგი ვარ მათი ექიმის გარეშე მიღების"

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

სკანირება
QR კოდი
სტატიის ციტირება · HOW TO CITE

შენი განათლება. (2025). FDA-მ დეპრესიის სამკურნალოდ პირველი სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა დაამტკიცა. 25 დეკემბერი, 2025. https://sheniganatleba.ge/fda-მ-დეპრესიის-სამკურნალოდ/

© 2025 შენი განათლება  ·  Public Health Institute of Georgia (PHIG)  ·  კონფიდენციალობა  ·  Cookie
სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2025). FDA-მ დეპრესიის სამკურნალოდ პირველი სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა დაამტკიცა. 25 დეკემბერი, 2025. https://sheniganatleba.ge/fda-მ-დეპრესიის-სამკურნალოდ/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. FDA-მ დეპრესიის სამკურნალოდ პირველი სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა დაამტკიცა [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/fda-%e1%83%9b-%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%93/
sheniganatleba.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network