სკოლაში 12 წლის მოზარდი შეიარაღებული შეიჭრა და 6 პირი დაჭრა – შემთხვევა პორტუგალიაში მოხდა

ირინა დათაშვილი
0 წუთიანი წაკითხვა
პორტუგალიაში მომხდარი სკოლის ინციდენტი ახალ გამოწვევებს უყენებს განათლების სისტემას. საქართველოში აუცილებელია კრიზისული მართვისა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სისტემების გაძლიერება.

პორტუგალიაში, ლისაბონის მახლობლად, აზამბუჯას სკოლაში 12 წლის მოზარდი შეიარაღებული შეიჭრა და 6 პირი დაჭრა. მათ შორის, 5 სკოლის მოსწავლე და ერთი მასწავლებელია. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

თვითმხილველების განცხადებით, მოზარდი სკოლის შენობაში შესვლისთანავე აგრესიული იყო და ყველა შემხვედრს თავს ესხმოდა.

პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 11-დან 14 წლამდე ასაკის მოზარდები დაშავდნენ, ასევე დაშავებულია სკოლის მასწავლებელი.

პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
განათლების მიმოხილვის რედაქტორი. სწავლობდა თსუ-ში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. შენი განათლების გამომცემლობის დამფუძნებელი ჟურნალისტი.
კომენტარები ჯერ არ არის