როდის არის საჭირო და როდის არ შეიძლება თევზის ქონის გამოყენება

როდის არის საჭირო და როდის არ შეიძლება თევზის ქონის გამოყენება | შენი განათლება
3 წუთიანი წაკითხვა
#image_title

თევზის ქონი – უნიკალური წამალი ოკეანიდან თევზის ქონი მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით. ზოგადად ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები არეგულირებს ცხიმოვან ცვლას და ქოლესტერინის დონეს სისხლში, აძლიერებს ტონუსს და ამაღლებას შრომისუნარიანობას, იგი ასევე ააქტივებს იმუნურ სისტემას.

ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავები წარმოადგენს ცხიმოვან მჟავებს, რომლებსაც “შეუცვლელს” უწოდებენ, რადგანაც ჩვენი ორგანიზმი მათ ვერ აწარმოებს და მათი მიიღება აუცილებელია რეგულარულად საკვებიდან. ვინაიდან საკვები ყოველთვის არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მივიღოთ რეკომენდებული ყოველდღიური დოზა, ამდენად მნიშვნელოვანია იგი შეივსოს ომეგა-3-ით.

თევზის ქონის გამოყენების ჩვენებებია 

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

A და D ჰიპო და ავიტამინოზი (ხშირი რესპირატორული დაავადებები, ძვლების ზრდის დარღვევა, მხედველობის დაქვეითება, კანის, თმის, ფრჩხილებისა და კბილების სტრუქტურის დარღვევა, რაქიტი რეკონვალესცენციის პერიოდში);

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

სხვადასხვა გენეზის ოსტეოპათიის პროფილაქტიკა და მკურნალობა: ოსტეომალაცია, ოსტეოპოროზი, აღდგენითი პერიოდი ოპერაციული ჩარევების შემდეგ “ცრუ” სახსრების გამო, მოტეხილობები შენელებული კონსოლიდაციით, ძვლოვანი კოჟრების წარმოქმნის სტიმულაცია;

ათეროსკლეროზისა და მისი სისხლძარღვოვანი გართულებების პროფილაქტიკა;

ჰიპერლიპიდემია. რეკომენდირებულია გამოყენება თვალის დაავადებების კომპლექსური თერაპიის დროს: პიგმენტური რეტინიტი, ქსეროფთალმია, კერატომალაცია, კონიუნქტივიტი, ქუთუთოების ეგზემატოზური ცვლილება.

უკუჩვენება

სამკურნალო საშუალების გამოყენების უკუჩვენებად მიჩნეულია ჰიპერმგრძნობელობა მისი კომპონენტების მიმართ, იდიოპათიური ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია, ფილტვების ტუბერკულოზის აქტიური ფორმები, ღვიძლისა და თირკმელების მწვავე და ქრონიკული დაავადებები, ნეფროუროლითიაზი, ქრონიკული პანკრეატიტი (შესაძლოა გამოიწვიოს დაავადების გამწვავება), D ჰიპერვიტამინოზი, სარკოიდოზი, ხანგრძლივი იმობილიზაცია (დიდი დოზები), თირეოტოქსიკოზი (ჰიპერმგრძნობელობის შესაძლებლობა), საბავშვო ასაკი 7 წლამდე.

- Advertisement -
SheniAmbebi.geSheniAmbebi.ge

ამავე დროს გაითვალისწინეთ, რომ თევზის ქონის მიღების დროს განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო:

გასტრიტისა და ღვიძლის დაავადების დროს. თევზის ქონმა შესაძლოა სისხლდენის ალბათობა გაზარდოს.

ზღვის პროდუქტებზე ალერგიის დროს. არ არსებობს სარწმუნო ინფორმაცია იმის თაობაზე, რამდენად ხშირად აქვთ ამ სახის ალერგიის მქონე ადამიანებს ალერგია თევზის ქონის მიმართ, ამიტომ, ვიდრე უფრო მეტს შეიტყობდეთ, სიფრთხილეს გვირჩევენ.

- Advertisement -
sheniekimi.gesheniekimi.ge

აივ ინფექცია’შიდსის, თანდაყოლილი იმუნოდეფიციტის, იმუნოდეპრესანტებით მკურნალობის დროს. თევზის ქონის დიდმა დოზებმა შეიძლება ორგანიზმის იმუნური პასუხი შეასუსტოს, ჩამოთვლილ ჯგუფებში კი ეს განსაკუთრებით სახიფათოა.

READ  ტვინის კიბოს 7 ადრეული ნიშანი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ

ჩანერგილი დეფიბილატორით სარგებლობისას. ზოგიერთი (ოღონდ არა ყველა) გამოკვლევის შედეგები მიუთითებს, რომ მოსალოდნელია, თევზის ქონმა ამ შემთხვევაში არარეგულარული შეკუმშვების ალბათობა გაზარდოს.

ოჯახური ადენომატოზური პოლიპოზის დროს. არსებობს ვარაუდი, რომ ასეთ ადამიანებს თევზის ქონმა შეიძლება უფრო მეტად გაუზარდოს სიმსივნეების ჩამოყალიბების რისკი. რადგან თევზის ქონი ათხელებს (მართალია, მცირედ) სისხლს, არ შეიძლება მისი მიღება იმავე თვისების მქონე ასპირინის შემცველ წამლებთან ერთად.

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
სტატიის ციტირება · HOW TO CITE

შენი განათლება. (2026). როდის არის საჭირო და როდის არ შეიძლება თევზის ქონის გამოყენება. 12 იანვარი, 2026. https://sheniganatleba.ge/როდის-არის-საჭირო-და-როდი/

© 2026 შენი განათლება  ·  Public Health Institute of Georgia (PHIG)  ·  კონფიდენციალობა  ·  Cookie
სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2026). როდის არის საჭირო და როდის არ შეიძლება თევზის ქონის გამოყენება. 12 იანვარი, 2026. https://sheniganatleba.ge/როდის-არის-საჭირო-და-როდი/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. როდის არის საჭირო და როდის არ შეიძლება თევზის ქონის გამოყენება [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 15]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ad%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%9d-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%98/
sheniganatleba.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network