„მშობლის ყურადღების დეფიციტი აუტისტური სპექტრის დაავადებების განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი“

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა
ბავშვი

საუბრობს „პინეოს სამედიცინო ეკოსისტემის“ ნეონატალური განყოფილების ხელმძღვანელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი მაკა ჭიღლაძე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“:

„ბევრ კლინიკაში და სამშობიარო სახლში არსებობს მშობელთა სკოლა, სადაც აქტიურად არიან ჩართულნი როგორც დედები, ისე მამები. იქ შეისწავლიან, როგორ უნდა მოიქცნენ ორსულობის პერიოდში, მშობიარობის შემდგომ, როგორ უნდა განახორციელონ ძუძუთი კვება, როგორ უნდა აღზარდონ ჩვილი, როგორ უნდა ჩააცვან ბავშვს სწორად და რა ფიზიკური აქტივობები არის აუცილებელი. ბოლო მონაცემებით, პროტოკოლებით და გაიდლაინებით ის, რომ ბავშვი 6 თვემდე არ უნდა დავსვათ, მითი აღმოჩნდა. შესაბამისად, ჩვილები, ახალშობილების დაბადებისთანავე უნდა დავსვათ. ზომიერი ფიზიკური აქტივობა თავის ტვინისთვის, ნევროლოგიური სტატუსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ფიზიკური განვითარება ფსიქომოტორული განვითარებაზე ძალიან დადებითად აისახება. ფიზიკური აქტივობა დაბადებისთანავე უნდა განახორციელონ, – დასვან ჩვილები, რომ ეს ბავშვის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

ახლა აუტიზმის ეპოქაა. ძალიან ბევრი აუტისტური სპექტრის დაავადებაა. ბავშვთან კონტაქტი აუცილებელია. 2 კვირიდან ბავშვს უნდა დავათვალიერებინოთ წიგნები, ნახატები, 1 თვის ბავშვს უნდა წავუკითხოთ მოთხრობები, წიგნები, დავათვალიერებინოთ ნახატები, მკვეთრი ფერები, ეს აუცილებელია ბავშვის დროული სოციალიზაციისთვის და ნერვული სისტემის განვითარებისთვის. მშობლის ყურადღების დეფიციტი აუტისტური სპექტრის დაავადებების განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია“.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

#drpkhakadze  #sheniganatleba

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

📍 თავისუფლების მოედანი, თბილისი

© OpenStreetMap contributors · PHIG

სტატიის ციტირება
SheniGanatleba.ge. „მშობლის ყურადღების დეფიციტი აუტისტური სპექტრის დაავადებების განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი“ [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 4]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%9b%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a7%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%94%e1%83%a4%e1%83%98/
sheniganatleba.ge
READ  რა დრო უნდა გაატაროს ბავშვმა ქალაქგარეთ და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network