„რაციონიდან მარილის ამოღებამ, ზოგჯერ, შეიძლება, დეპრესია გამოიწვიოს“ – ნატა გაგუა

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა
წონის დაკლების შესახებ გავრცელებული მითები ხშირად მეტ ზიანს აყენებს ჯანმრთელობას. განვიხილავთ ყველაზე პოპულარულ მითებს და მეცნიერულად დასაბუთებულ რეალობას.

ნუტრიციოლოგი, ნატა გაგუა საუბრობს იმაზე, რომ რაციონიდან მარილის სრულად ამოღებამ შეიძლება, დეპრესია გამოიწვიოს: 

„პაციენტებს ნაკლებმარილიან დიეტებს ვურჩევ, მაგრამ ძალიან ფრთხილი ვარ. მარილის ამოღება ზოგჯერ დეპრესიას იწვევს. ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ საჭის მართვის დროს, ადამიანს მკვეთრი სისუსტე, თავბრუსხვევა უგრძნია. ამიტომ, ასეთ რაღაცებში ექიმები ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ.

ასევე, მარილიანი საკვები რომ გინდება, შეიძლება, დაბალწნევიანი ხარ. მარილიანი საკვებით კი ორგანიზმს ეხმარები, რომ მეტი წყალი მიიღოს და წნევა მაღლა იწევს. თვითმკურნალობაა. მეორეც, გამომშრალი რომ ხარ, წყალი რომ საერთოდ არ გახსოვს, ორგანიზმი რაღაცას მარილიანს გთხოვს, რომ იქნებ, ამის ხათრით მაინც დალიო”,- ამბობს ის „დილა მშვიდობისა საქართველოსთან”.

ასევე ნახეთ:

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

რომელ დღეებში ჯობს ნაძვის ხის დადგმა, რომ სახლში ფინანსური წარმატება მოიზიდოთ

როდის ენიშნება არასრულწლოვანს პენსია და ვინ ითვლება მარჩენალდაკარგულად

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
READ  რა ხდება სახლში, სადაც ყოველდღიურად საკმეველი ინთება
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის