ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
Google search engine
მთავარიპირადი ისტორიებიროგორ აღმოჩნდა ნიაკო ნოზაძის ფოტოები მსოფლიოს წამყვანი ბრენდების გვერდით

როგორ აღმოჩნდა ნიაკო ნოზაძის ფოტოები მსოფლიოს წამყვანი ბრენდების გვერდით

იტალიაში, საბავშვო სამოსის გამოფენაზე, სადაც მსოფლიოს წამყვანი ბრენდები მონაწილეობენ (Dolce & Gabbana, Bugatti, Escada), საქართველოს სახელით Willi & Milli • ვილი & მილი გახლავთ ღირსეულად და დამსახურებულად წარმოდგენილი, მათთან ერთად კი – ნიაკო, – წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ნოზაძის მეუღლე, ნიაკო ნოზაძის დედა ია დუდაშვილი.

ია დუდაშვილი: ნიაკოსა და საბავშვო კლასიკური სამოსის ბრენდ Willi&Milli-ის ურთიერთობა თანამშრომლობით დაიწყო, თუმცა, მალევე მეგობრობაში გადაიზარდა და უკვე თითქმის ერთი წელია, ეს მეგობრობა ყოველგვარ საზღვრებს გასცდა. როდესაც ადამიანებისა და საქმის სიყვარული ერთდროულად ასეთი დიდია, იქ წარმატებაც გარდაუვალია. კოლაბორაციის ფარგლებში ჩვენ არაერთი პროფესიონალური ფოტოსესია გვქონდა და სწორედ, ერთ-ერთი ფოტოსესიის თემიდან იყო ამორჩეული ბანერზე განთავსებული ფოტო, რომელსაც უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა თავად გამოფენის ფარგლებში. როდესაც თბილისში ამ ფოტოსესიას ვგეგმავდით, ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ეს ფოტო ერთ-ერთი საერთაშორისო გამოფენის მთავარ სასაუბრო თემად იქცეოდა.

Willi&Milli-ის სამოსი საერთაშორისო გამოფენაზე იყო წარდგენილი იტალიაში, ქალაქ ფლორენციაში. სამოსი პრემიუმ სივრცეში განთავსდა, ისეთი პოპულარული და წარმატებული ბრენდების გვერდით, როგორიცაა Dolce&Gabbana, Bugatti, Escada და ასე შემდეგ. საერთაშორისო გამოფენას მოწვეული „ბაიერები“ და სააგენტოები სტუმრობდნენ, რომელთა მხრიდანაც უდიდესი დაინტერესება იყო. აზიის, ევროპისა და ამერიკის სააგენტოები დღემდე აქტიურ კომუნიკაციაში არიან ბრენდთან. „ნიაკო არის გოგონა, რომელიც Willi&Milli-ის ხასიათს, კონცეფციასა და სინაზეს ზუსტად გადმოსცემს”, – ამბობს ბრენდის კრეატიული დირექტორი.

საგამოფენო პავილიონში საოცარი სინთეზი იყო – წარმოდგენილი სამოსისა და ნიაკოს ბანერის. როგორც ჩანს, დაუვიწყარი შთაბეჭდილებაც მოვახდინეთ. ბრენდი და ნიაკო უყურადღებოდ არც საერთაშორისო ტელევიზიებს დარჩენიათ, ძალიან მალე ამ ამბითაც გაგახარებთ, გამოქვეყნებამდე დეტალებს ვერ გავამხელთ.

– თვითონ როგორ აღიქვამს ამ წარმატებას?

– თავად ნიაკოს, რა თქმა უნდა, ძალიან გაუხარდა, მაგრამ ვფიქრობ, 7 წლის ასაკში ბოლომდე ვერ გაიაზრა, ეს რას ნიშნავს. სიმართლე გითხრათ, მიხარია კიდეც, რომ ჩვეულებრივად იღებს ამას და ეს მის თვითშეფასებაზე უარყოფითად არ მოქმედებს. ზრდასრული ადამიანისთვისაც კი ძალიან რთულია დიდი წარმატების ფონზე იმის კონტროლი, რომ რეალობაში დარჩე, ღრუბლებში არ აგიტაცოს და თავში არ აგივარდეს. ჩემთვის პრიორიტეტია: რასაც არ უნდა მიაღწიოს, ყოველთვის დარჩეს გულწრფელ ადამიანად და არასდროს შეიცვალოს. არასდროს დაკარგოს ღირსება და ის, რითიც ძალიან ბევრ ადამიანს შეაყვარა თავი. წლების შემდეგ, ალბათ, ძალიან იამაყებს იმით, რასაც ამ ასაკში მიაღწია.

READ  „დიდება და მადლობა უფალს, რომ 19 წელი ჩვენთან იყავი და გვაბედნიერებდი“ - თამუნა მდივანი გარდაცვლილ შვილზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

– როგორია მშობლის როლი ამ პროცესში?

– მშობლის როლს რაც შეეხება – უდაოდ ძალიან დიდია. ზუსტად უნდა გრძნობდე შენს შვილს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა აგერიოს მისი სურვილები საკუთარში. მისი აზრი ჩვენთვის პრიორიტეტია და ის ამას გრძნობს, რაც თავდაჯერებულობას მატებს. ეს კი წარმატების მისაღწევად ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. მუდმივად ვცდილობთ, მასში გარკვეული უნარები განვავითაროთ, რაც შემდეგ დაეხმარება, იცოდეს, რა უნდა და როგორ უნდა მიაღწიოს სასურველ შედეგს. ჩემთვის წარმატება, მისი ბედნიერების პარალელურად, მისი პოტენციალის სრულად გამოყენებაა.

– ფსიქოლოგიური ხასიათის ვიდეოები, რომელსაც სოციალურ ქსელში აქვეყნებ, ალბათ, სხვა დედებს და პატარებსაც ეხმარება…

– ჩემი მთავარი მესიჯი, რომელიც მინდა, საზოგადოებას მივაწოდო პოზიტიური მშობლობაა. ამ ვიდეოებით ვცდილობ, მშობლებისთვის საამისოდ ინსპირაცია ვიყო. რუტინული ყოველდღიურობის ფონზე ხშირად ურთიერთობები გვიუბრალოვდება და ჩვენი ვიდეოების საშუალებით ვცდილობ, ადამიანებს, რომლებიც სოციალურ ქსელში თვალს გვადევნებს, მთავარი ღირებულებები შევახსენო. როცა ასიათასობით ადამიანი გიყურებს, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ყველაფრის გამოქვეყნება არ შეიძლება. ამიტომ ამაზე ძალიან ბევრს ვფიქრობ, თუმცა ვაქვეყნებ მხოლოდ იმას, რაც ბუნებრივად ასახავს ჩვენს რეალურ ცხოვრებას. ადამიანებს ეს ძალიან მოსწონთ, რადგან ვფიქრობ, რომ გრძნობენ ჩვენს გულწრფელობას.

– ვინც თვალს გადევნებთ, იცის ის სირთულეები, რომელიც წარსულში გამოიარეთ და ახლანდელ ურთიერთობას ხედავს, ალბათ, აინტერესებს, როგორ მოხდა ეს? მგონია, რომ ეს მეტწილად შენი დამსახურებაა. რა არის საჭირო იმისთვის, რომ ურთიერთობა ჰარმონიული გახდეს?

– შეიძლება, ასეცაა და დიდწილად ჩემი დამსახურებაა ის, რომ ასეთი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ მიმაჩნია, რომ წყვილში ორივეს სურვილია აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ჯანსაღი ურთიერთობა შედგეს. ცალმხრივად არასდროს არაფერი გამოვა. გამორიცხულია, ჩვენი ოჯახი შემდგარიყო, თუ ეს ირაკლის სურვილიც არ იქნებოდა. რაც შეეხება ასეთ ჰარმონიულ ურთიერთობას, რაზეც შეიძლება ითქვას, რომ მე შევძელი, ისაა, რომ ირაკლის ძალიან დიდი სიყვარული დავანახვე. ეს არის უპირობო სიყვარული და ამან ის ძალიან შეცვალა. თავიდან, როცა სხვა ფორმით ვუდგებოდი – პრეტენზიებით, ეჭვებით და ასე შემდეგ, ეს არ ამართლებდა. შემდეგ ჩამოვიშორე ყველაფერი უარყოფითი და დავტოვე მხოლოდ სიყვარული და პატივისცემა. სწორედ ამაზე აშენდა ის, რასაც დღეს უყურებთ.

READ  VIDEO: „ჩაეხუტეთ მამას, იზეიმეთ...“ - დედების წერილები ციხიდან შვილებს და ცხოვრება გისოსებს მიღმა

– თუმცა, ალბათ, რთულია ამ თვისებების მოშორება და როგორ მოახერხე?

– ამაში ღირებულებების გადაფასება დამეხმარა. დავინახე, რომ ოჯახი და მე მისთვის მთავარი პრიორიტეტი ვიყავით, ეს დამეხმარა უარყოფითი თვისებების ჩამოშორებასა და ისეთად ქცევაში, როგორიც ახლა ვარ. ამას ირაკლის დახმარების გარეშე ვერ შევძლებდი. შეიძლება ითქვას, რომ მოვერგეთ ერთმანეთს.

– თუმცა, ავიწროებ წონის გამო. ვიდეო გედო, ოჯახიდან მიდიოდა…

– კი, ასეა (იცინის). გრანდიოზული რეიტინგი დადო მაგ ვიდეომ (იცინის). ბოლო ორი წელია, რაც წონაში მოიმატა. თავიდან ასე პირდაპირ არ ვეუბნებოდი, მერე ცოტა შევაპარე, მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა, არ რეაგირებდა. სურვილი ჰქონდა, მაგრამ არაფერს ცვლიდა. ამიტომ გადავწყვიტე, ეს თემა ყოველდღიურ რეჟიმში გადამეტანა, მაგრამ რომ არ დასტრესილიყო, იუმორით მიმეწოდებინა (იცინის). არ ვიცი, რამდენად ექნება შედეგი. ჯერჯერობით არც ეს მოქმედებს. მეც კი მოვიმატე წონაში, რომ დამენახვებინა, შენ თუ არ უფრთხილდები შენს გარეგნობას და არ ცდილობ, ფორმაში იყო, მაშინ მეც ასე მოვიქცევი-მეთქი. შედეგად ახლა მეც მომატებული ვარ, მაგრამ არც ამან გაამართლა. მოკლედ, სხვადასხვა მეთოდს ვტესტავ და ვნახოთ, რა გაამართლებს (იცინის).

– იყო მიზანი, რომ საზოგადოებისთვის ყოფილიყავი არა მხოლოდ ირაკლის მეუღლე, არამედ საკუთარი ნიშა გქონოდა?

– ჩემი მთავარი მიზანი ეს არ ყოფილა, არც პოპულარობა მდომებია არასდროს. ყველაფერი თავისთავად მოხდა. პირველად გადაცემაში ნიაკოს ხათრით წავედი. მთხოვეს, როგორც ნიაკოს დედა, ისე მოდითო და უარი ვეღარ ვთქვი. რაც შეეხება საზოგადოების წინაშე ჩემი თავის დამკვიდრებას, ირაკლისგან დამოუკიდებლად, ეს თავისთავად მოხდა, განგებ არასდროს მიცდია. სოციალური ქსელიდან ძალიან დიდი ნდობა მოვიპოვე, ალბათ, იმიტომ, რომ კარგად ესმით ჩემი ხედვებისა და მიდგომების. ამაზე ირაკლი ხუმრობს ხოლმე, უკვე ჩემზე მეტად პოპულარული ხარო (იცინის). ირაკლი თვითონ დიდად ვერ მეგობრობს სოციალურ ქსელთან, მაგრამ მე ვცდილობ, დავამეგობრო. წყარო: თბილისელები

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ჩემს მკვდარ ძმას ახოცავენ ხელებს, როგორ უნდა გაიხარონ დედაჩემის ცოდვით?“ – გარდაცვლილი არჩილ ბარდაველიძის ოჯახი თამარ გუდავას განცხადებას ეხმიანება
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.