„ვარამსა ვძოვ და ვიცოხნი, ფიქრს რკინასავით ვალღობ, ცოტა ხანს კიდევ ვიცოცხლებ-ცოტა ხანს კიდევ, ბალღო“ – ტარიელ ხარხელაურის ემოციური ლექსი გარდაცვლილი შვილისადმი

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა გარდაცვლილ შვილს, ემოციური ლექსი მიუძღვნა:

„მზე მხრებით მიაქვს
მფშვინავ ხარს,
ჭიუხთ შეჰფარდა კლდიანს,
შენი მკვლელისთვის ინახავს
შენს მკერდში გავლილ ტყვიას…
ისევ ისა ვარ, რაც ვიყავ,
მივყეფ, მივითრევ ზამთარს,
მიყვარდა, ისევ ის მიყვარს
სისხლმოწყურებულ აფთარს.
ან როგორ გავიწურთნები,
დრო ჩემს გაწურთვნას ითხოვს,
ზოგჯერ ბინდივით ვმწუხრდები,
სისხლს რომ აკლდება სითბო.
არ ვიცი, შვილო, რას მირჩევ,
მეც გავხდი თავისწვერა,
ბუბუნით დავალ, არ ვიმჩნევ,
ღამით ნისლებზე ვწევარ.
ვარამსა ვძოვ და ვიცოხნი,
ფიქრს რკინასავით ვალღობ,
ცოტა ხანს კიდევ ვიცოცხლებ-
ცოტა ხანს კიდევ, ბალღო…
მერე ცის დახრილ ნაპირებს
ამოვუყვები ნელა,
იმ კაცის დედა ვატირე,
რომ დაიტანოს ცრემლმა…
მზე მხრებით მიაქვს
მფშვინავ ხარს,
ჭიუხთ შეჰფარდა კლდიანს,
შენი მკვლელისთვის ინახავს-
შენს მკერდში გავლილ ტყვიას…“

ტარიელ ხარხელაური

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

📍 თავისუფლების მოედანი, თბილისი

© OpenStreetMap contributors · PHIG

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniGanatleba.ge. „ვარამსა ვძოვ და ვიცოხნი, ფიქრს რკინასავით ვალღობ, ცოტა ხანს კიდევ ვიცოცხლებ-ცოტა ხანს კიდევ, ბალღო“ – ტარიელ ხარხელაურის ემოციური ლექსი გარდაცვლილი შვილისადმი [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 1]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%95%e1%83%ab%e1%83%9d%e1%83%95-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%95%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%9d%e1%83%ae%e1%83%9c%e1%83%98/
sheniganatleba.ge
READ  „სულ ბედნიერი მენახე“ – გია დავითიანი მეუღლეს დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network