91 წლის გიული ჩოხელის – ქართული ჯაზის ლეგენდის ინტერვიუ “შუადღე ლაივის” მაყურებელმა 16 მაისს იხილა. გასაოცრად აზროვნებს, ისეთივე ღრმა და იმპროვიზაციის უნარის მქონეა, როგორც ჯაზი. წიგნები დაწერა, მათგან რამდენიმეს, სინდისის პატიმრებს უგზავნის. ავტობიოგრაფიული ნამუშევრები რომ დაებეჭდა, აგარაკის გაყიდვა დასჭირდა ურეკში. არადა, ზაფხულებს იქ ატარებდა, შვილიშვილთან ერთად. ამას რომ უსმენ გრცხვენია, შენი ქვეყნის ჯაზის კორიფეს წიგნის დასაბეჭდად სახლის გაყიდვა რომ სჭირდება, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია.
ერთადერთი შვილი 15 წლის წინ, მოულოდნელად გარდაეცვალა. ამ თემაზე საჯაროდ საუბარს ყოველთვის გაურბის. ნანუკა ქაჯაიასთან კი, ამის თქმა გაბედა.
გიული ჩოხელი: ახლა ყველაზე მეტად ჩემი შვილი მაკლია. მე დღემდე ვგლოვობ. უკვე 15 წელი გავიდა…
ვრეკავ მოსკოვში. ჩემს შვილს ვურეკავ. არავინ იღებს. დღეები ვრეკავ, გადის დღეები. არ ვიცი, სად არიან. ბოლოს აიღეს ყურმილი, ჩემი დინა სად არის, დაუძახეთ ჩემს დინას, სად არის ჩემი დინა? დამალაპარაკეთ.
– დავასაფლავეთ… – ეს ერთადერთი სიტყვა გაისმა.
დავეცი, დავარტყი თავი, ფეხი. დავკეტე კარი, წავედი, თავი ნოლზე გადავიპარსე. მორჩა, დავამთავრე ცხოვრება. ჩავიკეტე, ვიყავი ავადმყოფი, თითქმის სამი თვე. შეიძლება მეტიც. ძალიან ცუდად ვიყავი.
სულ მესმოდა ხმა, დედა, მოვდივარ, დედიკო…
დინა 52 წლის იყო. არაფერი აწუხებდა. გაცივდა და ფილტვში წყალი ჩაუდგა. ერთი კვირა იყო ავად.
სიზმარში ვხედავ ცოცხლად. მაგიდასთან დგას და რაღაცას წმენდს. ჩემი დინა. სიზმარში, სრულიად ცოცხლად. ჩამოხტა და მორჩა სიზმარი… ასეთ რაღაცებს ვხედავ.
მე რომ მოსკოვში შვილის სანახავად შემეძლოს წასვლა, არ წავიდოდი. მე არავის დასაფლავებაზე არ დავდივარ. ადამიანს, რომელსაც ვიცნობ, ვახლობლობ, მიყვარს, მისი გაშოტილი ხილვა, არ შემიძლია. მისი სასახლით წაღების ყურება არ შემიძლია. იგივე იყო უწმინდესზე. ფეხები მქონდა შეკრული, ვერ წავედი. არავითარ შემთხვევაში. როგორ უნდა მენახა ეგ ამბავი?… სრულად
ასევე ნახეთ:
ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა
მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi


