შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
spot_img
მთავარიUncategorized“ასწავლეთ შვილებს, რომ ბევრი იმიტომ ვერ დადის სკოლაში, ფეხსაცმელი გაუცვდა...“

“ასწავლეთ შვილებს, რომ ბევრი იმიტომ ვერ დადის სკოლაში, ფეხსაცმელი გაუცვდა…“

„ასწავლეთ შვილებს, რომ ყველა დაპურებული არ არის. ასწავლეთ, რომ ყველას არ გააჩნია თავშესაფარი, რომ ყველა არ სწავლობს კერძო სკოლაში, რომ ყველა ვერ ყიდულობს ,,ბიგ მაკს”, ან ,,ჩიზ ქეიქს,” – დეკანოზი პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს:

“ასწავლეთ, რომ ბევრი იმიტომ ვერ დადის სკოლაში, ფეხსაცმელი გაუცვდა. ასწავლეთ, რომ ქალაქში ცხოვრება არ არის უპირატესობა, ასწავლეთ, რომ სოფელში ყოფნა არ ნიშნავს პროვინციალიზმს.–

ასწავლეთ შვილებს, რომ სხვების ჩაგვრა სიძლიერე არა, სისუსტის ბრალია, რომ დაცინვა კომპლექსია და არა უპირატესობის ნიშანი.

ასწავლეთ, რომ სიყვარული ყველაზე დიდი განძია, რაც ღმერთს ადამიანისათვის უბოძებია… ასწავლეთ, რომ ერთგულება რჩეულთა ხვედრია…

ასწავლეთ ვაჟებს, რომ ხშირად აჩუქონ გოგონებს ყვავილები, თუნდაც მინდვრის…

ასწავლეთ გოგონებს, რაც უფრო მიუწვდომელი იქნებიან, ბიჭები უფრო დააფასებენ…

ასწავლეთ შვილებს, რომ ტაძრების მშენებლობაში მონაწილეობის მიღება მარტო არ არის სულიერება, მთავარი მცნებების დაცვაა…

ასწავლეთ, რომ ლუკმა მშიერს გაუყონ და არასდროს იტრაბახონ ,,ადიდასის” ქურთუკით, თუ სხვას სცივა…

ასწავლეთ, რომ ამპარტავანი ადამიანი ღვთისთვის მიუღებელია…

ასწავლეთ შვილებს, რომ მათი დანიშნულება მხოლოდ სიკეთის კეთებაა… სრულად

#drpkhakadze #sheniambebi

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი