შაბათი, აპრილი 19, 2025
spot_img
მთავარიპირადი ისტორიები„ახლა რომ ვფიქრობ, ასე მგონია, რომ სხვა ადამიანზე ვყვები” – ანუკი ცქვიტინიძის...

„ახლა რომ ვფიქრობ, ასე მგონია, რომ სხვა ადამიანზე ვყვები” – ანუკი ცქვიტინიძის მიერ 7 წლის ასაკში შექმნილი მუსიკა

9 აპრილისადმი მიძღვნილი „რექვიემის“ შესახებ ანუკი ცქვიტინიძემ გადაცემაში „იმედის დღე” ისაუბრა. მან ემოციურად გაიხსენა ბავშვობის ის პერიოდი, როდესაც ჯანსუღ ჩარკვიანმა მას „რეკვიემი“ 7 წლის ასაკში ანდო.

„ნამდვილად ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი იყო ყველაფერი იმ დილით (9 აპრილის დილა) დედას სასეირნოდაც ვყავდით მიტინგზე და მალევე დავბრუნდით სახლში…. ძალიან მძაფრად მახსოვს, რადგან ჩემი მეზობელი იყო თამუნა ჭოველიძე, ამიტომ ძალიან იმოქმედა, მაშინ ნაკლებად გვქონდა ბავშვური სიხარული, მეტი გვესმოდა… მნიშვნელოვანი იყო, ბატონმა ჯანსუღ ჩარკვიანმა „რეკვიემი” რომ მანდო… ამ სიმღერით ჩავაბარე ნიჭიერთა ათწლედში. მოგვიანებით, ქალბატონმა მაკა აროშიძემ მოისმინა, შეიქმნა კვარტეტი და ვასრულებდით ფილარმონიაში და რაც ჩემთვის დიდი პატივია, ბატონმა ჯანსუღ ჩარკვიანმა მაშინ თქვა – „ღვთისგან ბოძებული ნიჭია ის, რაც რუსუდან ფეტვიაშვილს ახატინებს და ანა ცქვიტინიძეს აწერინებს….”- ამბობს ანუკი ცქვიტინიძე.

author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
READ  „იქით სიკვდილი იყო და აქეთ სიცოცხლე.. ნინიმ სიკვდილს გამომგლიჯა ხელიდან“
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი