ქართველი მუსლიმები დღეს რამადან ბაირამს აღნიშნავენ

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ერთთვიანი მძიმე მარხვის შემდეგ ქართველი მუსლიმები დღეს რამადან ბაირამს აღნიშნავენ.

სადღესასწაულო ლოცვა ბათუმის ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ აღავლინა. მორწმუნეთა ნაწილმა ბაირამის ლოცვა მეჩეთის მიმდებარე ქუჩაზე შეასრულა.

მორწმუნეებს დღესასწაული აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მიულოცა.

რამადანის მარხვის დროს მორწმუნეები 30 დღის განმავლობაში მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე უარს ამბობენ ყოველგვარი საკვებისა და წყლის მიღებაზე.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

ბაირამის დღეს მორწმუნეები ერთმანეთს დღესასწაულს ულოცავენ, უხვად გასცემენ მოწყალებას და მოინახულებენ წინაპართა საფლავებს.

📍 სტატია ეხება: ბათუმი

",iconSize:[14,14],iconAnchor:[7,7]});var marker=L.marker([p.lat,p.lng],{icon:mk}).addTo(m);marker.bindPopup(""+p.name+"");bounds.push([p.lat,p.lng]);});if(bounds.length===1){m.setView(bounds[0],11);}else{m.fitBounds(bounds,{padding:[40,40]});}});

© OpenStreetMap · PHIG

READ  სამწუხაროდ გამოვლინდა საექიმო საქმიანობის დარღვევა. მოვისმენთ ამ ექიმების მიერ ახსნა-განმარტებას, თუ რა მიზნით დანიშნეს პაციენტებისთვის ფსიქოტროპული მედიკამენტები - ლევან რატიანი
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის