ცვლილება მათთვის, ვინც მაღაზიებში საბანკო ბარათით იხდის – როდიდან იქნება სიახლე

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა
საბანკო ბარათებით გადახდის ახალი სისტემის შესახებ მრავალი მითი ვრცელდება საზოგადოებაში. ვნახოთ რა არის მითი და რა რეალობა ამ მნიშვნელოვან ცვლილებებთან დაკავშირებით.

სავაჭრო ობიექტებში ნებისმიერი საბანკო ბარათით გადახდა ერთი ტერმინალიდან იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს იქნება ე.წ. ჭკვიანი მარშრუტიზაციის სისტემა, რომელიც ყველა საბანკო ბარათს ამოიცნობს და გადახდის ყველაზე იაფ, სწრაფ და ოპტიმალურ გზას თავადვე აირჩევს.

რაც შეეხება აღნიშნული ინიციატივის ვადებს, პაატა კვიჟინაძის თქმით, 2026 წლის აპრილიდან არის დაგეგმილი, თუმცა საკითხზე მსჯელობა გაიმართება და თარიღი შემდეგ გახდება ცნობილი.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ცნობისთვის, პარლამენტში საკომიტეტო განხილვები მიმდინარეობს „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე, რომელთა ნაწილი გადავადდა. მაგალითად, მუხლები, რომელიც საბარათე გადახდებზე ბანკებისთვის ზედა ზღვარის დაწესებას გულისხმობდა, დროებით ამოღებულია პროექტიდან.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

ასევე ნახეთ:

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

📍 საქართველოს პარლამენტი

© OpenStreetMap contributors · PHIG

სტატიის ციტირება
SheniGanatleba.ge. ცვლილება მათთვის, ვინც მაღაზიებში საბანკო ბარათით იხდის – როდიდან იქნება სიახლე [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 5]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%97%e1%83%97%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%aa-%e1%83%9b%e1%83%90/
sheniganatleba.ge
READ  რამდენად რთული იქნება კოსმოსში ბავშვის გაჩენა? — პოტენციური რისკები
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network