ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
spot_img
მთავარიგანათლება"ბავშვმა არდადეგებზე კარგად უნდა დაისვენოს, მათ შორის, ეკრანისგან. წიგნის კითხვა კი სასიამოვნო...

“ბავშვმა არდადეგებზე კარგად უნდა დაისვენოს, მათ შორის, ეკრანისგან. წიგნის კითხვა კი სასიამოვნო პროცესი გავხადოთ და არ დავარქვათ მეცადინეობა”

არდადეგების პერიოდში ბევრი მშობელი ცდილობს, შვილები სხვადასხვა აქტივობით დააკავოს, ამეცადინოს, რომ სკოლაში მიღებული ცოდნა და ინფორმაცია არ დაავიწყდეს. პირველი კლასისთვის კი, როგორც წესი, განსაკუთრებით ემზადებიან. სურთ, შვილებს წერა-კითხვა, ანგარიში წინასწარ შეასწავლონ. ფიქრობენ, რომ ასე პროგრამას მარტივად დაძლევენ და გაბეჯითდებიან. “ნიუტონის თავისუფალი სკოლის” დაწყებითი საფეხურის პედაგოგი ვენენო მენაბდე გვესაუბრება, რა უნარებსა და ცოდნას უნდა ფლობდეს ბავშვი, რომ პირველ კლასში სკოლასთან ადაპტირება მარტივად მოხერხოს და განსაზღვრული პროგრამაც აითვისოს, რამდენად გამართლებულია ზაფხულში მეცადინეობა და სკოლის მასალის თავიდან გავლა და ამავდროულად, გვიზიარებს იმ ნაწარმოებებს, რომლებიც შესაძლოა, თქვენმა შვილებმა არდადეგების პერიოდში სიამოვნებით წაიკითხონ:

– მოსწავლეს, პირველ რიგში, სოციალური უნარები უნდა ჰქონდეს განვითარებული, რათა სასკოლო საზოგადოებასთან ურთიერთობა შეძლოს. შემდეგ, მოტორული უნარები და მეტყველება.

– მშობლები ხშირად წინასწარ ასწავლიან ხოლმე წერასა და კითხვას, ანგარიშს… ფიქრობენ, რომ ასე ბევრად მარტივად შეძლებენ პროგრამის დაძლევას. როგორ ფიქრობთ, პირველ კლასში შესვლამდე წერა-კითხვის, ანგარიშის სწავლება აუცილებელია?

– პირველკლასელს წერა-კითხვა და ანგარიში სჯობს, მასწავლებელმა ასწავლოს, თანამედროვე განათლება მრავალგვარ სახალისო აქტივობას გვთავაზობს, რათა ბავშვებს ხალისით ვასწავლოთ წერა-კითხვა თუ ანგარიში, გავუღვივოთ ინტერესი სწავლის მიმართ, ავუმაღლოთ მოტივაცია.

– ზაფხულის პერიოდში, ვიდრე ბავშვები პირველ კლასში მივლენ, არის რაიმე აქტივობები, რითაც შეუძლიათ მშობლებს დააკავონ, რომ სკოლას მომზადებულები შეხვდნენ?

– დაეხმარონ მოტორიკის განვითარება/დახვეწაში: ხატვა, გაფერადება, გამოძერწვა, გამოჭრა მნიშვნელოვანია. ხშირად, ბავშვებს მაკრატლისა და კალმის სწორად დაჭერა უჭირთ; ეს კი დაწყებით საფეხურზე უმნიშვნელოვანესი უნარებია. ასევე, წაუკითხონ წიგნები, რათა მოსმენის უნარი განუვითარდეთ.

– წინასწარ რა ინფორმაცია უნდა მიაწოდონ მშობლებმა შვილებს სკოლის შესახებ, რომ მათთვის იქ დარჩენა მარტივი იყოს? როგორც ვიცით, ბევრ ბავშვს პირველ ჯერზე სკოლასთან შეგუება უჭირს, ტირის და განიცდის…

– მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა ბავშვს სწორი მოლოდინი შეუქმნას. 6 წლის ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ სკოლაში სწავლისთვის მოდის, ახალი ადამიანების გასაცნობად, ახალი უნარების შესაძენად; გააძლიეროს საჭიროების მიხედვით, აუხსნას, რომ მის გარდა სკოლაში უამრავი ბავშვი იქნება, სასკოლო საზოგადოების მრავალფეროვნებაზე ესაუბროს, ასწავლოს მიმღებლობა განსხვავებული ადამიანებისა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მშობელს უნდა ჰქონდეს მზაობა, ითანამშრომლოს მასწავლებელთან და სკოლასთან, სხვანაირად მოსწავლის წარმატებაზე საუბარი რთულია.

– ზოგადად, როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების არდადეგების პერიოდში მეცადინეობა?

– პირიქით – მნიშვნელოვანია, ბავშვმა არდადეგებზე კარგად დაისვენოს, მათ შორის, ეკრანისგან. წიგნის კითხვა კი სასიამოვნო პროცესი გავხადოთ და არ დავარქვათ მეცადინეობა. ბავშვმა არდადეგებზე ასაკის შესაფერისი წიგნები უნდა წაიკითხოს.

დაწყებით საფეხურზე (I-II კლასში) დღეში 10-15 წუთის განმავლობაში, კარგია თუ ერთსა და იმავე დროს წაიკითხავენ, რათა ჩვევაში მარტივად გადაუვიდეთ,

III-IV კლასელმა კი დღეში 20-30 წუთის განმავლობაში. გავიმეორებ – წიგნის კითხვას არ უნდა დავარქვათ მეცადინეობა, ეს უნდა იყოს სასიამოვნო პროცესი, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, წიგნი სწორად იყოს შერჩეული; ბავშვმა თვითონ აირჩიოს, რისი წაკითხვა სურს, მივცეთ უფლება, შეცვალოს წიგნი თუ კითხვის პროცესში არ დააინტერესებს, დავეხმაროთ წაკითხვაში: ერთი აბზაცი ჩვენ წავიკითხოთ, მეორე მან, შემდეგ გვერდამდე გავზარდოთ: ერთი გვერდი ჩვენ წავიკითხოთ – მეორე კი მან. ბავშვი წავახალისოთ და დავეხმაროთ შეიყვაროს კითხვა. კონკრეტული საგნების მეცადინეობას რაც შეეხება, თუ მოსწავლეს რომელიმე საგანში გაძლიერება და წლის განმავლობაში ნასწავლის განმტკიცება სჭირდება, მასწავლებელი და მშობელი უნდა შეთანხმდნენ, პედაგოგმა გაატანოს მარტივი მასალა და მშობელი დაეხმაროს. ესეც უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.

– თუ შეგიძლიათ, გაგვიზიარეთ რამდენიმე წიგნის, ნაწარმოების შესახებ, რომელთა წაკითხვასაც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს არდადეგების პერიოდში ურჩევდით.

– პირველ და მეორეკლასელებს ძალიან მოსწონთ ილუსტრირებული წიგნები, კომიქსები, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს “დოგმენის” ოთხივე ნაწილი, “კაპიტანი ტრიკო”. არაჩვეულებრივია ქართველი საბავშვო მწერლების ნაწარმოებები: ლელა ცუცქირიძის “რაკრაკ-რუკრუკა ამბები”, ქეთევან მეზურნიშვილი “ჟირაფუკა”, ვასო გულეური “დინოს საკონდიტრო”; “რუდოლენდი”; “შარლოტა სცენაზე გამოდის”; თეა ლობჟანიძე “ზაბიზუბური ამბები”; მაკის ციტასი “ტელევიზორთან”; ნინო კაპანაძე “სპილო გრანდი”;

“მელაკუდა თამაშობს ტყეში;” “დათუნია თამაშობს თოვლში;” “დელფინი თამაშობს ზღვაში”; .ქრის რიდელი -“ოტოლინა და ყვითელი კატა”; ირმა მალაციძის “სატკბილეთის ქვეყანა”, მარიამ წიკლაურის ლექსები, მოთხრობები; მესამეკლასელებს და ცოტა უფროსებს ძალიან მოეწონათ მისი დაწერილი “ჩემი აფრიკელი ბებია”; შესანიშნავი წიგნია ნინო ლომიძის “უშბა”; რომელი ერთი ჩამოვთვალო, აღარ ვიცი. საბედნიეროდ, თანამედროვე ბავშვები განებივრებულები არიან ხარისხიანი ლიტერატურით; არაჩვეულებრივი თარგმანია და ლექსიკურ მარაგს ძალიან ამდიდრებს “კომეტა მუმინების ხეობაში”; ასევე, ასაკობრივად გამოცემული ლიტერატურა ძალიან კარგი საშუალებაა საინტერესო წიგნების შესარჩევად. მესამე-მეხუთე კლასელებისათვის “აირჩიეს სიკეთე” არაჩვეულებრივ ლიტერატურას გვთავაზობს. დაუსრულებლად შეიძლება ამ სიის გაგრძელება, მნიშვნელოვანი კი ის არის, ბავშვმა თვითონ გააკეთოს არჩევანი, რას წაიკითხავს; “წავიკითხოთ წიგნები, უკეთესად ვიქნებით.”

მშობლები.ge

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
საექთნო შეფასება ენდოკრინული სისტემა – სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის

საექთნო შეფასება ენდოკრინული სისტემა – სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის

ნოემბერი 25, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
როდის და რა სასაჩუქრე ნაკრებს მიიღებენ თბილისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელები საახალწლოდ?

როდის და რა სასაჩუქრე ნაკრებს მიიღებენ თბილისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელები საახალწლოდ?

ნოემბერი 25, 2024
რა ფერებით მოვრთოთ სახლი საახალწლოდ – 2025 წლის ძირითადი ტენდენციები

რა ფერებით მოვრთოთ სახლი საახალწლოდ – 2025 წლის ძირითადი ტენდენციები

ნოემბერი 25, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
„ბიმბილი“ გლობალურ ბაზარზე — რაჭული ღვინო ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში

„ბიმბილი“ გლობალურ ბაზარზე — რაჭული ღვინო ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი