„არიან ადამიანები, ეპოქას რომ ქმნიან და არ არის აუცილებელი ეს ადამიანები იმპერიებს მართავდნენ… მე თუ მკითხავთ – ანა და ანას იდეა, უნდა დარჩეს მზიურის ამ შესანიშნავ კაფეში“ – გიორგი კეკელიძე

ანა მახარაძე
1 წუთიანი წაკითხვა

„მზიურს რომ ჩავუვლი ხოლმე, პირველი ანა გოგუაძე მახსენდება. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი დიდი ხნის მეგობარია. ჩემთვის ანა არის ახალი მზიურის გამცოცხლებელი და შემოქმედი“, – წერს სოციალურ ქსელში მწერალი გიორგი კეკელიძე და კაფე „მზიურის“ დამფუძნებელ, ანა გოგუაძეს მხარდაჭერას უცხადებს.

„არიან ადამიანები, ეპოქას რომ ქმნიან და არ არის აუცილებელი ეს ადამიანები იმპერიებს მართავდნენ.

ანამ ეს შეძლო და შეძლო მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ფიქრი მხოლოდ იქაურობით ცოცხლობდა.

მე თუ მკითხავთ – ანა და ანას იდეა, უნდა დარჩეს მზიურის ამ შესანიშნავ კაფეში“, – წერს გიორგი კეკელიძე.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
საერთაშორისო განათლებისა და გრანტების სპეციალისტი. წერს სტიპენდიების, გაცვლითი პროგრამებისა და საზღვარგარეთ სწავლის შესახებ.
კომენტარები ჯერ არ არის