„…ისე ყველაფერი აგიხდეთ და აგისრულდეთ, რავარც მე“ – ემოციური ამბავი ზურა შევარდნაძის ბავშვობიდან

SheniGanatleba.ge
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ფლორისტი ზურაბ შევარდნაძე ამბავს იხსენებს ბავშვობიდან:

“ვიქნებოდი ასე ხუთი, შეიძლება ექვსი წლის. საღამოს ბებიამ ფეხები დამითბილა, ხელ-პირი დამბანა, ბაბუამ ზურგზე შემისვა და ზუკუტურით ამიყვანეს ოდაში, გახამებულ თეთრეულში, გამზეურებულ ქვეშაგებში ჩამაგორეს.
ძილის წინ გამოწერილივით იყო: “დავწობი დამეძინება, სიზმარი დამესიზმრება, ცხრა ხატი ცხრა ანგელოზი თავსტუმალს დამესვენება.

ჯვარი გვწყალობს ჯვარცმული, ვერას გვაკლებს მაცდური…”რომ დარწმუნდა, დამეძინა, შუბლზე მაკოცა, საბანი შემომიკეცა და თავის ოთახში გავიდა.ვისაც ხის სახლში ერთი ღამე მაინც გაუთევია, ყველამ იცის, რომ ლაპარაკი კი არა, ამოსუნთქვაც ისმის წაბლის ხის ფარღალალა კედლებში. ბებიამ ბაბუას შესჩივლა: “ბიჯო, ბიჭიყორიფელობამდე კაია, კაი ზნისაა, მარა მგონია არ დადგება კაი შესახედავი, ხომ იცი შენ?!”გავინაბე, მართლა მოვიმძინარე თავი. როგორ მინდოდა, ბაბუას მაინც ვგონებოდი ლამაზი და კაი სანახავი, მარა გავწბილდი.”არ იდარდო, ქალო, რა უჭირს, ბიჭია, ჯანი მთელი აქ, გული კაი აქ, მხიარულია, ნამეტარი მოყვასია, რა გინდა დაავალო, აფერი არ ეზარება, სენთიანია, ენაწყლიანია, შრომა ეყვარება და გეიტანს თავს და ცხოვრებას რაცხაფერა…”იმ ღამეს არ მიძინია…ისე ყველაფერი აგიხდეთ და აგისრულდეთ, რავარც მე… ქე ვარ ასე უშნოდ, მარა სენთიანად მთელი ცხოვრება…”

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ასევე ნახეთ:

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

რომელ დღეებში ჯობს ნაძვის ხის დადგმა, რომ სახლში ფინანსური წარმატება მოიზიდოთ

როდის ენიშნება არასრულწლოვანს პენსია და ვინ ითვლება მარჩენალდაკარგულად

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

📍 თავისუფლების მოედანი, თბილისი

© OpenStreetMap contributors · PHIG

სტატიის ციტირება
SheniGanatleba.ge. „…ისე ყველაფერი აგიხდეთ და აგისრულდეთ, რავარც მე“ – ემოციური ამბავი ზურა შევარდნაძის ბავშვობიდან [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 4]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%94-%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%92%e1%83%98%e1%83%ae%e1%83%93%e1%83%94%e1%83%97-%e1%83%93/
sheniganatleba.ge
READ  „შენ ხარ ადამიანი, რომლის გვერდით ყოფნა სიმშვიდეს და ნდობას გაძლევს...“ - ილია თოფურია იუბილარია
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network