ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
Google search engine
მთავარიგანათლებარამდენ ხანში გადაშენდება კაცობრიობა, ბავშვები რომ აღარ დაიბადონ?

რამდენ ხანში გადაშენდება კაცობრიობა, ბავშვები რომ აღარ დაიბადონ?

კაცობრიობის გადაშენებაზე ადამიანთა უმეტესობას რაიმე გლობალური კატასტროფა ახსენდება, თუმცა ეს დაგვემუქრება მაშინაც, თუ ბავშვები აღარ დაიბადებიან. წარმოიდგინეთ მსოფლიო, რომელშიც ხანდაზმულების რაოდენობა იმატებს, სიკვდილიანობაც ჩვეულებრივ ნიშნულზეა, მაგრამ ახალი თაობა ძველს არ ანაცვლებს.

ასეთ სცენარში ჩვენი სახეობის არსებობა დასასრულს ნელ-ნელა მიუახლოვდება. პირველ რიგში, ახალგაზრდების სიმწირის გამო სხვადასხვა მნიშვნელოვანი საქმის შესასრულებლად არასაკმარისი რაოდენობის ადამიანი იქნება. ეს მალევე საზოგადოებების ჩამოშლას გამოიწვევს, მაგალითად, საკვების წარმოება და ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა შეფერხდება, შიმშილის მწვავე პრობლემა დადგება და, საბოლოოდ, ცივილიზაცია განადგურდება.

ამის შესახებ ანთროპოლოგიის პროფესორი, მაიკლ ლიტლი, საუბრობს, რომელიც მთელი კარიერის განმავლობაში ადამიანთა ქცევას, ბიოლოგიასა და კულტურას იკვლევს. მისი ვარაუდით, თუ მოვლენები ისე განვითარდა, როგორც ზემოთაა აღწერილი, კაცობრიობა მოსალოდნელზე სწრაფად გადაშენდება.

დაგაინტერესებთ:

ზოგადად, 100 წელზე მეტხანს ძალიან ცოტა ადამიანი ცოცხლობს. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთი სცენარის შემთხვევაში ერთ საუკუნეში დედამიწაზე ჩვენი სახეობიდან აღარავინ აღარ დარჩება. ლიტლის თქმით, ყველანაირი სირთულის გამო ეს უფრო სწრაფად შეიძლება მოხდეს — 70-80 წელში. მიზეზებად ის საკვების, სუფთა წყლის, მედიკამენტებისა და სხვა ისეთი პროდუქტების/სერვისების დეფიციტს ასახელებს, რომლებიც მსგავს სიტუაციაში გადასარჩენად დაგვჭირდებოდა.

მაინც რამ შეიძლება ასეთ შედეგებამდე მიგვიყვანოს?

პროფესორი მაგალითად მწერალ კურტ ვონეგუტის რომან “გალაპაგოსს” განიხილავს, რომელშიც ერთ-ერთ ასეთ სცენარს ვხვდებით. მასში გადამდები დაავადება რეპროდუქციული ასაკის ადამიანებში ვრცელდება და მათ განაყოფიერების უნარს აკარგვინებს, ანუ ბავშვის გაჩენა აღარავის შეუძლია. მეორე შესაძლო მოვლენა ბირთვული ომია, რომელიც წიგნებშიც და ფილმებშიც პოპულარული სიუჟეტური ხაზია. სხვა, შედარებით მსუბუქი, პოტენციური გამომწვევი მიზეზი განაყოფიერების პრობლემაა, რომლის გამოც ბავშვის გაჩენა მხოლოდ ზოგ ადამიანს შეეძლება — ალბათ, გეცნოთ მარგარეტ ეტვუდის “მხევლის წიგნში” არსებული დისტოპიური რეალობა.

ასევე ნახეთ: რატომ აქვს ვაშლებს პატარა წინწკლები

ასეა თუ ისე, დღესდღეობით მსგავსი საფრთხე არ გვემუქრება, რადგან ჩვენი პოპულაციის რაოდენობა თანდათან იზრდება, თუმცა შენელებული ტემპით. ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ 2080-იან წლებში ადამიანთა რიცხვი პიკს მიაღწევს — 10 მილიარდს. შედარებისთვის, ამჟამად 8.2 მილიარდი ვართ, 1974 წელს კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 4 მილიარდი იყო.

READ  არსებობს თუ არა იმუნიტეტის გასაძლიერებელი მედიკამენტები

ტემპის შენელებაში ის იგულისხმება, რომ ხანდაზმულთა პოპულაცია ფართოვდება, მაგრამ ახალშობილების რაოდენობა იკლებს. მთავარი ბალანსის დაცვაა, რადგან ახალგაზრდები საზოგადოების საყრდენის ფუნქციას ასრულებენ. ასეთი ტენდენციის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ახლა წყვილებს ბევრი შვილის ყოლა ან არ უნდათ, ან ფინანსური თუ სხვა გამოწვევების გამო იკავებენ თავს. ჯერჯერობით ეს იმიგრაციის მეშვეობით კონტროლდება, მაგრამ ზოგან კულტურულ-პოლიტიკური შეზღუდვები ამის საშუალებას არ იძლევა. ასევე, კაცებში ფერტილურობა იკლებს, მაგრამ ამ ეტაპზე ესეც არაა სავალალო ნიშნულზე.

ასევე წაიკითხეთ: მცენარეები ხმებს გამოსცემენ, ცხოველები კი მათზე რეაგირებენ — კვლევა

ამის მიუხედავად, ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ, რადგან დედამიწაზე ადამიანის არაერთი სახეობა გადაშენდა. ჩვენ, ჰომო საპიენსები, არსებობის სულ მცირე 200 000-წლიან ისტორიას ვითვლით, თუმცა, მაგალითად, ნეანდერტალელები დაახლოებით 40 000 წლის წინ გაქრნენ. როგორც ჩანს, ჩვენ გამრავლება და გადარჩენა მათზე უკეთ გამოგვივიდა და იმედია, ასე კიდევ დიდხანს გაგრძელდება. წყარო

დაგაინტერესებთ: არ მოტყუვდეთ❗️Greentest-ის მსგავსი ტესტერები არ ზომავს ნიტრატების რაოდენობას – გიორგი ფხაკაძის სკანდალური განცხადება

ასევე ნახეთ: რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ 7 დღის განმავლობაში ნივრისა და თაფლის ნარევს მიირთმევთ

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.