ხუთშაბათი, აპრილი 17, 2025
spot_img
მთავარიბავშვები და ფსიქოლოგიაბავშვობაში გადატანილი ბულინგი მოზარდობაში ფსიქიკურ აშლილობას იწვევს – რა დაადგინეს იაპონელმა მეცნიერებმა

ბავშვობაში გადატანილი ბულინგი მოზარდობაში ფსიქიკურ აშლილობას იწვევს – რა დაადგინეს იაპონელმა მეცნიერებმა

ტოკიოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მოზარდები, რომლებზეც თანატოლები ძალადობენ, შესაძლოა ფსიქოზისკენ იყვნენ მიდრეკილნი. ამ მოზარდებს ტვინის ნეიროტრანსმიტერ გლუტამატის დაქვეითება აღენიშნებათ, რაც ემოციების რეგულირებაში უშლით ხელს. კვლევის შედეგები ჟურნალში Molecular Psychiatry გამოქვეყნდა.

კვლევაში 3171 იაპონელი მოზარდი მონაწილეობდა. მოხალისეთა საშუალო ასაკი 11,5 წელი იყო. მეცნიერებმა მონაწილეთა ფსიქიკური ჯანმრთელობა სპეციალიზებული ტესტების გამოყენებით შეაფასეს და მათ ასევე სთხოვეს ესაუბრათ მშობლებთან და თანატოლებთან ურთიერთობაზე.

შემდეგ მეცნიერებმა მოზარდებს ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია გადაუღეს და ნეიროტრანსმიტერი გლუტამატის დონე გაზომეს. ის უკანასკნელი ემსახურება როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის მთავარ ამგზნებად ნეიროტრანსმიტერს,ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს კოგნიტურ ფუნქციებში – მეხსიერებასა და სწავლაში.

შედეგებმა აჩვენა, რომ მოზარდებს, რომლებსაც თანატოლები აბულინგებდნენ, თავის ტვინის წინა ცინგულატურ ქერქში გლუტამატის კონცენტრაცია შეუმცირდათ. ეს რეგიონი ემოციების რეგულირებაში, გადაწყვეტილების მიღებასა და კოგნიტურ კონტროლშია ჩართული.

მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ამ რეგიონში ნეიროტრანსმიტერ გლუტამატის დონის დაქვეითება ფსიქოზის რისკს ზრდის. ფსიქოზი გაგებულია, როგორც გონებრივი აქტივობის მკაფიოდ გამოხატული დარღვევა. მწვავე ფსიქოზის დროს ადამიანს უჭირს იმის დადგენა, რა არის რეალური და რა არა. წაიკითხეთ სრულად

READ  კაცობრიობა საუკუნის ყველაზე გრძელ მზის სრულ დაბნელებას ელოდება - როდის მოხდება და ვინ დაინახავს მას
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი