ბავშვობაში გადატანილი ბულინგი მოზარდობაში ფსიქიკურ აშლილობას იწვევს – რა დაადგინეს იაპონელმა მეცნიერებმა

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ტოკიოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მოზარდები, რომლებზეც თანატოლები ძალადობენ, შესაძლოა ფსიქოზისკენ იყვნენ მიდრეკილნი. ამ მოზარდებს ტვინის ნეიროტრანსმიტერ გლუტამატის დაქვეითება აღენიშნებათ, რაც ემოციების რეგულირებაში უშლით ხელს. კვლევის შედეგები ჟურნალში Molecular Psychiatry გამოქვეყნდა.

კვლევაში 3171 იაპონელი მოზარდი მონაწილეობდა. მოხალისეთა საშუალო ასაკი 11,5 წელი იყო. მეცნიერებმა მონაწილეთა ფსიქიკური ჯანმრთელობა სპეციალიზებული ტესტების გამოყენებით შეაფასეს და მათ ასევე სთხოვეს ესაუბრათ მშობლებთან და თანატოლებთან ურთიერთობაზე.

შემდეგ მეცნიერებმა მოზარდებს ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია გადაუღეს და ნეიროტრანსმიტერი გლუტამატის დონე გაზომეს. ის უკანასკნელი ემსახურება როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის მთავარ ამგზნებად ნეიროტრანსმიტერს,ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს კოგნიტურ ფუნქციებში – მეხსიერებასა და სწავლაში.

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

შედეგებმა აჩვენა, რომ მოზარდებს, რომლებსაც თანატოლები აბულინგებდნენ, თავის ტვინის წინა ცინგულატურ ქერქში გლუტამატის კონცენტრაცია შეუმცირდათ. ეს რეგიონი ემოციების რეგულირებაში, გადაწყვეტილების მიღებასა და კოგნიტურ კონტროლშია ჩართული.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ამ რეგიონში ნეიროტრანსმიტერ გლუტამატის დონის დაქვეითება ფსიქოზის რისკს ზრდის. ფსიქოზი გაგებულია, როგორც გონებრივი აქტივობის მკაფიოდ გამოხატული დარღვევა. მწვავე ფსიქოზის დროს ადამიანს უჭირს იმის დადგენა, რა არის რეალური და რა არა. წაიკითხეთ სრულად

📍 თავისუფლების მოედანი, თბილისი

© OpenStreetMap contributors · PHIG

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniGanatleba.ge. ბავშვობაში გადატანილი ბულინგი მოზარდობაში ფსიქიკურ აშლილობას იწვევს – რა დაადგინეს იაპონელმა მეცნიერებმა [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 2]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%91%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%a3/
sheniganatleba.ge
READ  რა არის ჰანტავირუსი, რომლითაც საკრუიზო გემზე სამი ადამიანი დაიღუპა
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network