გადაწყვეტილება, რომელიც 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების მოხმარების აკრძალვასთან დაკავშირებით, რომელიც პირველი იანვრიდან შედის ძალაში, ინფორმაციას ავრცელებს.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მთავრობამ „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ დამტკიცების თაობაზე“ 2022 წლის 8 ივნისის N 304 დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა.

ცვლილება, რომელიც 2026 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში, ითვალისწინებს სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების მოხმარების აკრძალვას.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

იკრძალება პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმელის მოსარევების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების და მათი თავსახურების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული ჭიქების და მათი თავსახურების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით წარმოებისა), იმპორტი და ბაზარზე განთავსება.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

ასევე იკრძალება პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი სასურსათო კონტეინერების და ჭიქების საშუალებით საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის მზა სურსათის მიწოდება“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე ნახეთ:

რომელ დღეებში ჯობს ნაძვის ხის დადგმა, რომ სახლში ფინანსური წარმატება მოიზიდოთ

როდის ენიშნება არასრულწლოვანს პენსია და ვინ ითვლება მარჩენალდაკარგულად

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

- Advertisement -
SheniAmbebi.geSheniAmbebi.ge
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

 

📍 თავისუფლების მოედანი, თბილისი

© OpenStreetMap contributors · PHIG

სტატიის ციტირება
SheniGanatleba.ge. გადაწყვეტილება, რომელიც 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 4]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%92%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%ac%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%aa-1/
sheniganatleba.ge
READ  საღამოს მიმოხილვა: დღის 5 მთავარი ამბავი განათლებაში — 25 აგვისტო
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network