გაიცანით 6 წლის ნიკუშა, რომელმაც პლასტმასის ნარჩენების შესაგროვებლად, სადარბაზოში ყველა მეზობელს მუყაოს ჩანთა დაუწყო

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა

კომპანია „ტენე“, სოციალურ ქსელში 6 წლის ნიკუშა ქინქლაძის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც „ტენე“ წერს, ნიკუშამ, პლასტმასის ნარჩენების შესაგროვებლად, სადარბაზოში ყველა მეზობელს მუყაოს ჩანთა დაუწყო.

„6 წლის ნიკუშა ქინქლაძე თვლის, რომ პლასტმასის შეგროვება ახლავე უნდა დაიწყოს და ამით მაგალითი მისცეს, როგორც მის მეზობლებს, ისე ყველა პირველკლასელს, რადგანაც 2050 წლისთვის, როდესაც ის 32 წლის იქნება, ამის გაკეთება უკვე დაგვიანებული იქნება.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ნიკუშა ევროპული სკოლის მოსწავლეა, სადაც მას და მის კლასელებს აუხსნეს, რამდენად მცირე დრო გვაქვს დარჩენილი დედამიწის გადასარჩენად“, – წერს „ტენე“ და ამავე პოსტში აღნიშნავს, რომ ნიკუშას შესახებ სრულიად შემთხვევით შეიტყვეს.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

„სრულიად შემთხვევით გავიგეთ, როდესაც ჩვენი ერთ-ერთი მეგობრის სამეზობლო ჯგუფში, ნიკუშას დედამ შეტყობინება ჩააგდო, რომ ნიკუშამ მათ ბაქნებზე მუყაოს ჩანთები დაალაგა და მეზობლებს სთხოვა, რომ გამოყენებული პლასტმასა მუნიციპალური ურნის ნაცვლად იქ ჩაეყარათ“

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

📍 თავისუფლების მოედანი, თბილისი

© OpenStreetMap contributors · PHIG

სტატიის ციტირება
SheniGanatleba.ge. გაიცანით 6 წლის ნიკუშა, რომელმაც პლასტმასის ნარჩენების შესაგროვებლად, სადარბაზოში ყველა მეზობელს მუყაოს ჩანთა დაუწყო [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 4]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%92%e1%83%90%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%97-6-%e1%83%ac%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%a8%e1%83%90-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b/
sheniganatleba.ge
READ  „ბოლო წლების განმავლობაში, შიდსის მართვის კუთხით ქვეყანას დიდი მიღწევები აქვს“
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network