გაკონტროლდება სამსახურში მისვლისა და წამოსვლის დრო ! – ვის შეეხება სიახლე, რომელიც 15 იანვრიდან ამოქმედდება

გაკონტროლდება სამსახურში მისვლისა და წამოსვლის დრო ! – ვის შეეხება სიახლე, რომელიც 15 იანვრიდან ამოქმედდება | შენი განათლება
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

თბილისის საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა და აღსაზრდელთა აღრიცხვის მიზნით ელექტრონული დაშვების სისტემა 2026 წლის 15 იანვრიდან ამოქმედდება.

„15 იანვრიდან სააღმზრდელო პროცესი მნიშვნელოვანი სიახლით განახლდება – საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დაასრულა დაწესებულებებში ელექტრონული დაშვების სისტემის დანერგვა. პროექტის ფარგლებში, განხორციელდა ბარათის წამკითხველებისა და შესაბამისი ვიდეოკონტროლის სისტემის მონტაჟი; გადამზადდნენ როგორც ბაგა-ბაღების ადმინისტრაციები, ისე სააგენტოს შესაბამისი განყოფილებების სპეციალისტები პროგრამის მართვის მიმართულებით; იმართება საინფორმაციო შეხვედრები აღსაზრდელების მშობლებთან, რათა 2026 წლის 15 იანვრიდან ბავშვთა მიღება ბაღებში შეუფერხებლად განხორციელდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ხელმისაწვდომი ხდება სპეციალურ პორტალზე – www.tbilisikids.com რეგისტრაციის გზით, ერთჯერადი QR-კოდის გენერირება და მისი დაფიქსირება ბარათის წამკითხველზე.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

„გარდა ამისა, თითოეული აღსაზრდელის მშობელს გადაეცემა მაქსიმუმ რვა პლასტიკური ბარათი, რათა დავაზღვიოთ ბავშვის აღრიცხვა ბარათის დაკარგვის ან სხვადასხვა მშობლის მიერ თანხლების შემთხვევაში.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ყველა გარემოება, რომელმაც შესაძლოა, თავი იჩინოს ბავშვთა და თანამშრომელთა ელექტრონული აღრიცხვისას, იქნება ეს კონკრეტული სამუშაო განაკვეთი თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებზე მორგებული დასწრების გრაფიკი.

„პროგრამა 100%-იანი სიზუსტით უზრუნველყოფს როგორც დასაქმებულთა, ისე რეგისტრირებულ აღსაზრდელთა დასწრების აღრიცხვას. ასევე, ციფრული ტექნოლოგიის გამოყენება გამოიწვევს ადამიანური, დროისა და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების დაზოგვას და გადანაწილებას სხვა საჭიროებებზე; სისტემა საშუალებას აძლევს სააგენტოს მონიტორინგის სპეციალისტებს თითოეულ ბაღში დასწრება და თანამშრომელთა გამოცხადება დროის კონკრეტულ მონაკვეთში ცენტრალიზებულად გადაამოწმოს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ასევე ნახეთ:

როდის ენიშნება არასრულწლოვანს პენსია და ვინ ითვლება მარჩენალდაკარგულად

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

- Advertisement -
SheniAmbebi.geSheniAmbebi.ge
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2025). გაკონტროლდება სამსახურში მისვლისა და წამოსვლის დრო ! – ვის შეეხება სიახლე, რომელიც 15 იანვრიდან ამოქმედდება. 13 დეკემბერი, 2025. https://sheniganatleba.ge/გაკონტროლდება-სამსახურშ/

READ  VIDEO: 10-წლიანი ლოდინის შემდეგ, 46 წლის ქეთევან ჩოგოვაძე პირველი შვილის დედა გახდა
სტატიის ციტირება
შენი განათლება. გაკონტროლდება სამსახურში მისვლისა და წამოსვლის დრო ! – ვის შეეხება სიახლე, რომელიც 15 იანვრიდან ამოქმედდება [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 18]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%92%e1%83%90%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%a8/
sheniganatleba.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network