შაბათი, აპრილი 12, 2025
spot_img
მთავარირჩევები„გასათხოვარმა გოგონამ კი საფულეში ბზის ფოთოლი და გულის ფორმის პატარა სამკაული უნდა...

„გასათხოვარმა გოგონამ კი საფულეში ბზის ფოთოლი და გულის ფორმის პატარა სამკაული უნდა ჩადოს…“ – გამდიდრების ენერგია

მთავარია, ადამიანი ოპტიმისტურად იყოს განწყობილი და არასდროს დაკარგოს ხვალინდელი დღის იმედი. გამდიდრების პერსპექტივა ნებისმიერ ჩვენგანს აქვს, ოღონდ ამის აუცილებლად უნდა გვწამდეს და გვჯეროდეს. ყველა ადამიანს სურს, იმდენი ფული ჰქონდეს, რომ ცხოვრება მოიწყოს, ლამაზი ტანსაცმელი იყიდოს და ამით თავი ბედნიერად იგრძნოს და არა მარტო თავად იყოს კომფორტულად, ახლობლებიც საჩუქრებით გააბედნიეროს. არადა, ფულის მოზიდვის უამრავი საშუალება არსებობს, იქნება ეს თილისმები, ოთახის მცენარეები, ფენ-შუის პრინციპით შერჩეული სახლის დიზაინი, ბუნებრივი ქვები და ასე შემდეგ. თუ ფულისა და მატერიალური კეთილდღეობის მოზიდვა გინდათ, არასდროს დაიჩივლოთ უფულობასა და გაჭირვებაზე, არც გარშემო მყოფების წუწუნს მოუსმინოთ. სჯობს, სწორად იმოქმედოთ და თავად შეიქმნათ მატერიალური კეთილდღეობა.

უპირველესად საჭიროა, სწორად შეარჩიოთ საფულე, ანუ ის ნივთი, რომელშიც ფულს შეინახავთ და გაუფრთხილდებით. კერძოდ, ზუსტად უნდა იცოდეთ, რა ზომის, ფერისა და ფორმის საფულე გჭირდებათ. ფინანსების მოზიდვის მექანიზმი თქვენ საკეთილდღეოდ რომ ამუშავდეს, აუცილებელი პირობაა, რომ საფულე თავად მოგწონდეთ და ის მხოლოდ თქვენი გემოვნებით შეარჩიოთ. სწორად შერჩეული საფულე თილისმის ძალას იღებს. მაგალითად:

ფულის მოსაზიდად სასურველია, მოქარგული ან მძივებით გაწყობილი საფულე. უმჯობესია, ოქროსფერი ან ვერცხლისფერი, რადგან ეს ფერები სიმდიდრის სიმბოლოა. ასევე, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს განყოფილებები – ხურდა ფულის, ქაღალდის კუპიურების, საბუთების, საბანკო ბარათებისა და სავიზიტო ბარათების შესანახად;

არ გირჩევთ ხელოვნური მასალის საფულის ტარებას, რადგან ის არანაირ ენერგიას არ ატარებს და თავისი ხელოვნურობით კი ბუნებრივი ენერგიების მოზიდვას აფერხებს. ყველაზე კარგია ბუნებრივი ქსოვილის ან ტყავის საფულე;

ატარეთ შავი, ოქროსფერი, ყავისფერი, ყვითელი ან ვარდისფერი საფულე. ყველა ჩამოთვლილი ფერის საფულე წარმატებების მომტანია ეზოთერიკაში;

საფულეში აუცილებლად უნდა გედოთ ერთთეთრიანი მონეტა, ერთლარიანი, ერთდოლარიანი ან ერთევროიანი კუპიურები. ანუ, ისეთი ფული, რომელშიც ერთი ფიგურირებს;

საფულე აუცილებლად უნდა იყოს ტევადი. სასურველია, ჰქონდეს რამდენიმე შიდა ჯიბე, მათ შორის, დიდი ჯიბე მსხვილი კუპიურების ჩასადებად. თუ თქვენს საფულეში მსხვილი კუპიურის მოკეცილად ჩადება გიწევთ, კოსმოსი იშვიათად გამოგიგზავნით ამგვარ კუპიურებს;

READ  VIDEO: რა უნდა გავაკეთოთ, რომ გათბობის რადიატორმა ეკონომიურად იმუშაოს - სპეციალისტის რჩევები

აუცილებლად იქონიეთ რესპექტაბელური ვიზუალის მქონე საფულე. ბავშვური ნახატებით ან აპლიკაციებით გაფორმებული, „არასერიოზული“ საფულე დიდ ფინანსებს ვერ მოგიტანთ;

არსებობს ფულის მოსაზიდი ჩინური ამულეტი, რომელიც ერთმანეთზე გადაბმული სამი მონეტისგან შედგება. მართალია ამგვარი, ამულეტის ყიდვა, გამზადებული სახით, ეზოთერულ მაღაზიებშიც შეიძლება, მაგრამ აჯობებს, თავად დაამზადოთ და ფულთან ერთად საფულით ატაროთ;

კარგია, თუკი საფულით ატარებთ ერთდოლარიან კუპიურას, რომელიც არასოდეს არ უნდა დახარჯოთ. ეს კუპიურა იზრუნებს იმაზე, რომ თქვენი საფულისკენ აქტიურად მოიზიდოს „თანამოძმეები“;

გასათხოვარმა გოგონამ კი საფულეში ბზის ფოთოლი და გულის ფორმის პატარა სამკაული უნდა ჩადოს. ასე უფრო საინტერესო ხდება საპირისპირო სქესისათვის, რადგან მისგან დადებითი ენერგია გაორმაგებულად იფრქვევა.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
საუკეთესო აქტივობები ნაგოიაში, იაპონიაში

საუკეთესო აქტივობები ნაგოიაში, იაპონიაში

11 April, 2025
24-25 აპრილს თბილისში იგეგმება 2 დღიანი საერთაშორისო ტურნირი „თბილისის გრან-პრი“ სპორტის 2 სახეობაში

24-25 აპრილს თბილისში იგეგმება 2 დღიანი საერთაშორისო ტურნირი „თბილისის გრან-პრი“ სპორტის 2 სახეობაში

აპრილი 11, 2025
ეთერზეთი სახისთვის! როგორ გავიქროთ ნაოჭები სახლის პირობებში

ეთერზეთი სახისთვის! როგორ გავიქროთ ნაოჭები სახლის პირობებში

11 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი