ორშაბათი, აპრილი 20, 2026
Google search engine
მთავარიUncategorizedროგორ ამოუხოცა სტალინმა მეგობარს მთელი ოჯახი – ,,ბუდუ მდივანს დახვრეტამდე ცოლისა და...

როგორ ამოუხოცა სტალინმა მეგობარს მთელი ოჯახი – ,,ბუდუ მდივანს დახვრეტამდე ცოლისა და შვილების წამებასა და სიკვდილს აყურებინეს”

მეტეხის ციხის ერთ ბნელ საკანში წარმოსადეგი მამაკაცის მხრებზე ჩია ტანის, ნაყვავილარი სახის კაცი იდგა და პატარა სარკმლიდან ჰაერს ხარბად ისუნთქავდა. ანთებებით დასუსტებულ მის დაჩრდილულ ფილტვებს სუფთა ჰაერი სჭირდებოდა, პატარა სარკმელი კი ჭერთან ახლოს იყო. ის მაშინ ჯერ კიდევ სოსო ჯუღაშვილი იყო _ ყოფილი სემინარიელი, ტერორისტი და რევოლუციონერი. ახოვანი მამაკაცი კი, ვის მხრებზეც იდგა, მისი თანამებრძოლი ბუდუ მდივანი გახლდათ. ეს იყო მე-20 საუკუნის 10-იანი წლები. სოსომ და ბუდუმ მეტეხის ციხიდან გაქცევა მოახერხეს, მაგრამ მტკვარი ჰქონდათ გადასაცური. გორში გაზრდილმა სოსომ ცურვა არ იცოდა. ბუდუმ ზურგზე შეისვა და მტკვარი ისე გადაცურა. გოგირდის აბანოებთან ბუდუს მეუღლე, ცუცუნია, ფაეტონით უცდიდათ. მაშინ სოსო ცოლ-ქმარს ათას მადლობას უხდიდა…

რამდენიმე წლის შემდეგ, როცა პატარა სოსო დიდ საბჭოთა ბელადად იქცა, ერთგულ მეგობარს ამაგი ,,დაუფასა”. 1936 წელს ჯერ ბუდუ დაიჭირეს, შემდეგ მისი ხუთი შვილი და ცოლი. შინსახკომის ციხეში ცოლ-შვილს მის თვალწინ აწამებდნენ. მერე ოთხი შვილი თვალწინ დაუხვრიტეს. მოგვიანებით იგივე ბედი ეწია ცოცხლად დარჩენილ მის ერთადერთ ქალიშვილს გადასახლებაში. სიცოცხლეს გამოასალმეს ბუდუ და მისი მეუღლეც.

ასეთი სისასტიკით ამოხოცილ ოჯახს შთამომავლობა ღმერთის განგებით მაინც დარჩა. ,,სარკე” ბუდუს შვილთაშვილს, თეა მდივანსა და მის დედას _ ბუდუს შვილიშვილის, ვახტანგ მდივნის (ცნობილი ბიოლოგი, გენეტიკოსი, ბერიტაშვილის მოსწავლე. ავტ.)  მეუღლეს, ქალბატონ იზოლდა ლეჟავას შეხვდა.

თეა მდივანი: ჩემს დიდ ბაბუაზე ბევრი საინტერესო ისტორია მსმენია. მიუხედავად იმისა, რომ ბუდუ ბოლშევიკი, კომუნისტებთან დაახლოებული პირი იყო, ხალხი იხსენებდა, რომ ის საოცრად განათლებული, კაცთმოყვარე და, რაც მთავარია, პატრიოტი იყო.

სხვათა შორის, ბევრი თეზისი, რაც ბუდუსა და საერთოდ ნაციონალ-უკლონისტებს ჰქონდათ, დღესაც აქტუალურია. ისინი საქართველოს დამოუკიდებლობას უჭერდნენ მხარს. სურდათ, რუსეთის ფედერაციაში საქართველო დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით შესულიყო. ბუდუმ ავადმყოფ ლენინთან შეღწევაც მოახერხა და უთხრა, არ შეიძლება, მცირე ერებს ასე მოვექცეთო. ცნობილი გამონათქვამიც _ ,,მართალია, მარქსმა თქვა, პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა შეერთდით, მაგრამ მაინცდამაინც თბილისშიო, ეს არ უთქვამს” _ ბუდუს ეკუთვნის. ის კარგი დიპლომატი იყო. წლების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობდა. ამბობენ, რომ შინაგანი ხიბლი ჰქონდა.

READ  როგორ ავუმაღლოთ მოტივაცია მოზარდს, რომელსაც გარდატეხის ასაკი გვიან დაეწყო

_ რამდენად შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ 1921 წელს ბუდუ მდივანი საქართველოში წითელ არმიას შემოუძღვა?

_ არა, ეს სიცრუეა! ბუდუ იმ პერიოდში სპარსეთში სავაჭრო ატაშე იყო. იმას არ ვამტკიცებ, რომ ბუდუ ამას არ გააკეთებდა. მას თავისი პრინციპები ჰქონდა. 1921 წლის გენუის კონფერენციაზე საქართველოდან და საბჭოთა კავშირიდან დელეგაცია გაემგზავრა. საბჭოთა კავშირის დელეგაციის წევრი გახლდათ ბუდუ, საქართველოს დელეგაციაში კი მისი ძმა, მენშევიკი სიმონი იყო. იმის გამო, რომ მათ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება ჰქონდათ, ერთმანეთს ხმას არ სცემდნენ. კონფერენციაზე ორივე სიტყვით გამოვიდა, მოხსენებები უცხო ენაზე წაიკითხეს…

სიმონი შემდეგ ემიგრაციაში წავიდა, პარიზში ცხოვრობდა. ბუდუს ამბავი რომ გაიგო, ორ თვეში გულის შეტევით გარდაიცვალა.

ბუდუ საოცრად ძლიერი ადამიანი იყო. ის შინსახკომის ციხეში ჯალათებმაც ვერ გატეხეს. არაადამიანური წამებითაც კი ვერ მოახერხეს, რომ სასურველი ხელმოწერა მიეღოთ. ბოლოს უთქვამთ, ბუდუს გატეხას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, თუ მის ცოლსა და შვილებს შევეხებითო. ასეც მოიქცნენ. ბუდუს მთელი ოჯახი ამოწყვიტეს. მისი შტოდან მხოლოდ სამი პატარა შვილიშვილი გადარჩა.

_ ბუდუმ სტალინი არაერთხელ გადაარჩინა სიკვდილს. ასე რატომ გადაემტერა საბჭოთა ბელადი, რას ვერ პატიობდა?

_ სტალინი ისეთი მასშტაბის ადამიანი არ იყო, რომ პირად შურისძიებაზე ეფიქრა. მისი პოლიტიკისთვის იყო აუცილებელი, რომ თავისი გარემოცვიდან ყველა ის ადამიანი მოეშორებინა, რომლებიც გონებრივი შესაძლებლობებითა და განვლილი გზით მასთან ახლოს იდგნენ. ის ერთადერთი და გამორჩეული უნდა ყოფილიყო. ყოფილი თანამებრძოლები ამიტომაც ჩამოიშორა, ყველა დახვრიტა.

_ ბუდუ მდივანის ოჯახი სტალინს ხშირად მასპინძლობდა. ალბათ მისი სტუმრობის ისტორიებიც გეცოდინებათ.

_ მამა ხშირად ხუმრობდა, სტალინი ჩემი ნათლია იყოო. ერთხელ მისთვის პატარა შვილიშვილი _ მამაჩემი უჩვენებიათ. თურმე სტალინმა მამას რბილ ადგილას უკბინა. მამას ავთანდილი ერქვა, მაგრამ სტალინს უთქვამს, ნამდვილი ვახტანგიაო და ამის შემდეგ მამას სტალინის შერქმეულ სახელს ეძახდნენ.

იზოლდა ლეჟავა: ბუდუს ლავრენტი ბერიასთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. სტალინს ეუბნებოდა, უნდა წავიდე, ბერიასთან მუშაობა არ შემიძლიაო. ბერიაზე კომპრომატებს აგროვებდა, მაგრამ ლავრენტიმ დაასწრო და დააპატიმრა.

_ როგორ მოხდა მისი დაპატიმრება?

თეა: მდივნები თბილისში ახლანდელ ზუბალაშვილების ქუჩაზე ცხოვრობდნენ. მეზობლებს ბუდუ ძალიან უყვარდათ, მაგრამ, როცა ბუდუ წაიყვანეს, იმ ღამით ყველა დაიმალა. მეზობლად მათი ნათესავი ქალის ოჯახი ცხოვრობდა. როცა ცუცუნიას ასაყვანად მივიდნენ, მოწმედ ის ქალი მიიყვანეს. თურმე შინსახკომის თანამშრომლებს უთხრა, მეზობელი ვარო. ვერ გაამხილა, რომ ნათესავი იყო. რა მალე თქვი უარი ჩვენზეო, გულდაწყვეტით უთქვამს ცუცუნიას. ის ქალი სიკვდილის წინაც კი ამ ამბავს იხსენებდა. ამბობდა, რა უნდა მექნა, შემეშინდაო. სიცოცხლის უკანასკნელ წუთებშიც ამაზე ტიროდა.

READ  რატომ არ ჩავიდა სტალინი დედის დაკრძალვაზე საქართველოში

_ ბუდუს შვილებზე გვიამბეთ.

თეა: ბუდუს 6 შვილი ჰყავდა _ გიორგი, ივანე, დავითი, შალვა, არჩილი და მერი. ყველას კარგი განათლება ჰქონდა მიღებული, რამდენიმე უცხო ენას ფლობდნენ. გამორჩეული, ნიჭიერი ადამიანები იყვნენ. სანამ ეს ტრაგედია მოხდებოდა, რამდენიმე წლით ადრე, 1933 წელს, შალვა დაიღუპა. ის ერთ-ერთი პირველი მფრინავი იყო. საცდელი ფრენის დროს თვითმფრინავი ჩამოვარდა. ცოცხალი რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, მასაც დახვრეტდნენ. არჩილი კი მთელ საბჭოთა კავშირში გამორჩეული ჩოგბურთელი გახლდათ. ის საუკეთესო ათეულში შედიოდა.

იზოლდა: არჩილს ცინიკურად მოექცნენ. ერთ-ერთი ჩემპიონატის დროს პირობა მისცეს, თუ უცხოელ სპორტსმენს დაამარცხებ, გაგათავისუფლებთო. არჩილმა, რასაკვირველია, გაიმაჯვა. გამარჯვების აღსანიშნავ ბანკეტზე გარეთ გაიყვანეს, ისევ დააპატიმრეს და დახვრიტეს. გაზეთში ,,კრასნი სპორტ” კი ასეთი ცნობა დაბეჭდეს _ ,,გაუვნებელყოფილია ხალხის მტერი, მავნებელი არჩილ მდივანი”.

მერი მსახიობ პიერ კობახიძის მეუღლე გახლდათ. ის მხოლოდ 18 წლის იყო. ერთადერთი შვილი რომ გადაერჩინა და მას პატრონი ჰყოლოდა, ქმარს გაეყარა. ამით პიერი დაპატიმრებას გადაურჩა. ჩემმა დედამთილმა, თამარამ, ანუ გიორგის მეუღლემ, განქორწინებაზე უარი თქვა. ამიტომ დააპატიმრეს და გადაასახლეს.

თეა: ამბობენ, 18 წლის მერის სასტიკად ეპყრობოდნენო. ვინც შინსახკომის ციხის ჯურღმულებს ცოცხალი გადაურჩა, ისინი იგონებდნენ, მერი ყველას გვპატრონობდაო. თურმე საკანში ერთი ფეხმძიმე იყო. თავის ადგილზე მას აწვენდა და უვლიდა. მერი აქ არ დაუხვრეტიათ. მის გარდაცვალებაზე ორი ვერსია არსებობს. ერთი ვერსიის მიხედვით, გადასახლებაში ზედამხედველს სილა გააწნა. მან იარაღი ამოიღო და იქვე დახვრიტა. მეორე ვერსიით, მერი აკრძალულ ზონასთან ახლოს მივიდა. იცოდა, იმ ღობეს თუ მიუახლოვდებოდა, დახვრეტდნენ, მაგრამ მას უკვე მეტის ატანა აღარ შეეძლო.

იმ პატიმრებისთვის, რომლებზეც ჩვეულებრივი დაშინება და წამება არ მოქმედებდა, ბერიას მითითებით, სარდაფში სპეციალური კარცერი იყო მოწყობილი. კარცერში რამდენიმე რიგად რკინის მილები იყო განლაგებული, რომლებიც საქვაბეს უერთდებოდა. მილებში ცხელი ორთქლი გადიოდა. როცა სისტემას ჩართავდნენ, კარცერში ტემპერატურა 60 გრადუსზე ადიოდა. ცხელი ორთქლი კანს წვავდა. პატიმარს ზამთრის ტანსაცმელში კოჭავდნენ და დღეში მხოლოდ ერთი ჭიქა წყალს აძლევდნენ.

READ  „ამდენ მიტოვებულ ძაღლს რომ ვუყურებდი გზად, მათთვის ვყიდულობდი საჭმელს და ასე მოვედი აქამდე“ – გაიცანით მძღოლი, რომელიც გზაზე შემხვედრ მშიერ ძაღლებს კვებავს

შინსახკომის ციხის ექთანი, თამარა ტესტოვა იგონებს: ,,ამ საკნებთან მიახლოება კატეგორიულად გვეკრძალებოდა. მახსოვს, ჩემთან მოიყვანეს ბუდუ მდივანი, რომელიც რამდენიმე დღე ,,ცხელ” საკანში ამყოფეს. იგი უგონო მდგომარეობაში იყო”.

თეა მდივანი: ბუდუს აიძულებდნენ, ხელი მოეწერა, რომ მოღალატე იყო და სტალინის მოკვლა სურდა. რომ ვერ გატეხეს, ცოლ-შვილის წამებას და სიკვდილს აყურებინეს. ამბობენ, ც უცუნიამ ამდენ წამებას ვერ გაუძლო და ჭკუიდან შეიშალაო. ბუდუ ყველაზე ბოლოს დახვრიტეს. თურმე რომ გაჰყავდათ, ისე იყო ნაწამები, ფეხზე დგომა არ შეეძლო. ამიტომ ყავარჯნები მოითხოვა. მერე კი მივიდა და პირდაპირ მანქანის კაბინაში დაჯდა. ზედამხედველებმა ვერაფერი შეჰბედეს. ნაწამები და განადგურებულიც კი ღირსებას ინარჩუნებდა. თურმე დასახვრეტად გამზადებულ პატიმრებს მოეხვია, რომ შიშის დაძლევაში დახმარებოდა.

_ ბუდუს რძალი, ანუ ბებიათქვენი, გადასახლებიდან ცოცხალი დაბრუნდა?

_ ბებია რომ წაიყვანეს, მამაჩემი ავად ყოფილა. თურმე შანსახკომელებს უთხრა, სანამ ბავშვს ჩემს ძმას არ ჩავაბარებ, ვერსად გამოგყვებითო. შეეცოდათ და ძმა მიუყვანეს. პატარა გასაზრდელად ძმას გადასცა. ის უცოლო იყო. ბავშვი რომ გაეზარდა, ცოლად მეზობელი შეირთო. თამარა გადასახლებიდან 5 წლის შემდეგ დაბრუნდა.

ბებიას მეორე ქმარი ალექსანდრე სხირტლაძე გახლდათ. ის 1943 წელს თეირანში შახტების უფროსი იყო. შაჰის კარზე მიღებული პიროვნება გახლდათ. ხალიჩების დიდი კოლექცია და დიდი საბანკო ანგარიშები ჰქონდა. სტალინმა თეირანიდან მოიტაცა, ციმბირში გადაასახლა და შახტები აშენებინა. ალექსანდრე და თამარა იმ წლებზე არაფერს ყვებოდნენ.

ბუნებრივია, მდივნების საფლავები არავინ იცის. მამაჩემმა ვერის სასაფლაოზე ბიძის, ადრე გარდაცვლილი შალვას საფლავს მიაგნო და მდივნების სიმბოლური საფლავებიც იქ გავაკეთეთ. მამაც იქ დავასაფლავეთ.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.