ორშაბათი, აპრილი 20, 2026
Google search engine
მთავარიგანათლებალეონარდო და ვინჩის „ვერტმფრენის“ დიზაინის წყალობით, შესაძლებელია, რომ თანამედროვე დრონები ნაკლებად ხმაურიანი...

ლეონარდო და ვინჩის „ვერტმფრენის“ დიზაინის წყალობით, შესაძლებელია, რომ თანამედროვე დრონები ნაკლებად ხმაურიანი გახდეს

ლეონარდო და ვინჩის დიზაინის მიხედვით შექმნილი საფრენი აპარატი შეიძლება ფუნქციონალური და გაცილებით ჩუმი ყოფილიყო, ვიდრე თანამედროვე დიზაინის დრონები.

ჯონს-ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარმა რაჯატ მიტალმა და მისმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ და ვინჩის „საჰაერო ხრახნი“, რომელიც მან 1480 წელს სამხედრო ინჟინრად მუშაობისას წარმოადგინა, მაგრამ არასოდეს აგებულა ან შემოწმებულა — შეიძლება ნაკლებ ენერგიას საჭიროებდეს იმავე ოდენობის ამწევი ძალის წარმოსაქმნელად, რაც ჩვეულებრივი დრონის როტორს სჭირდება.

აპარატი ჰგავს არქიმედეს ხრახნს — სპირალური ფორმის ტუმბოს, რომელსაც ბრუნვისას წყალი გადააქვს. და ვინჩი წარმოიდგენდა, რომ მისი საჰაერო ხრახნის ენერგიის წყარო ადამიანები ყოფილიყვნენ, მაგრამ გამოწვევად რჩებოდა ის ფაქტი, რომ წონა მიწიდან აფრენას გაართულებდა. თუმცა, როტორის მაბრუნებელი მსუბუქი ელექტროძრავით მას მართლაც უნდა შეეძლოს ფრენა.

მიტალმა და მისმა ჯგუფმა ხრახნის სიმულაცია შექმნა და ის ქარის ვირტუალურ ტუნელში მოათავსა, რათა ენახათ, როგორ იმუშავებდა ის ადგილზე ლივლივისას; შეამოწმეს ბრუნვის სხვადასხვა სიჩქარეზე და შეადარეს თანამედროვე დრონების ორფრთიან როტორს.

ასე დაადგინეს, რომ საჰაერო ხრახნი იმავე ოდენობის ამწევ ძალას უნდა გამოიმუშავებდეს გაცილებით ნელა ბრუნვისას, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა მოიხმარდეს ნაკლებ ენერგიას.

ვირტუალური ხრახნის გარშემო მოძრავი წნევისა და ქარის ნაკადის გაზომვით, მიტალმა და მისმა ჯგუფმა ასევე გამოიანგარიშა, რამდენ ხმაურს წარმოქმნიდა ის. ასე დაადგინეს, რომ ეს ხმაური უფრო ნაკლები იყო, ვიდრე ამავე ამწევი ძალის მქონე ჩვეულებრივი დიზაინის დრონის მიერ წარმოქმნილი.

„გაკვირვებული დავრჩით. ვიფიქრეთ, რომ რადგან სპირალური ფორმა რაღაც გაგებით სრულიად შემთხვევითია, უპრიანი იქნებოდა, აეროდინამიკური წარმადობა იმდენად ცუდი ყოფილიყო, რომ ვერანაირი გაუმჯობესება ვერ მიგვეღო ჩვეულებრივი ფრთებით“, — ამბობს მიტალი.

მისი განცხადებით, ახლა სურთ დაადგინონ, შესაძლებელია თუ არა და ვინჩის დიზაინის ისე გაუმჯობესება, რომ გახდეს უფრო ეფექტიანი და ამავდროულად შეინარჩუნოს ხმაურის დაბალი დონე.

ვინაიდან ქალაქებში დრონების გამოყენება სულ უფრო იზრდება, მაგალითად, მიტანის ან გადაუდებელი დახმარების სერვისებში, ხმაურით დაბინძურება სულ უფრო დიდი პრობლემა ხდება. ამიტომ, მკვლევრები ეძებენ როტორის ახალ დიზაინებს, რომლებიც უფრო ნაკლებ ხმაურს წარმოქმნიან იმავე ამწევ ძალაზე.

READ  ვის შეეძლება პირადობის მოწმობის უფასოდ შეცვლა - 2024 წელს პირადობის მოწმობების ჩანაცვლების აქცია იწყება

თუმცა, იმის დასადგენად, მართლაც გამოსადეგი იქნება თუ არა და ვინჩის დიზაინი რეალურ სამყაროში, საჭიროა შემოწმდეს, როგორ მუშაობს ის ჰაერში ფრენისას და არა უბრალოდ ჩამოკიდებულად ლივლივისას. ასევე უნდა შემოწმდეს ისიც, როგორ იმოქმედებს წარმადობაზე როტორის დამატებითი წონა.

წყარო

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.