გემი, რომელსაც 300 წლის წინ 200 ტონა საგანძური გადაჰქონდა

SheniGanatleba.ge
2 წუთიანი წაკითხვა
300 წლის წინ ჩაძირული ესპანური გალეონი სან ხოსეს აღმოჩენა აჩვენებს თანამედროვე ზღვის ძირის კვლევის ტექნოლოგიების შესაძლებლობებს. ისწავლეთ პროფესიონალური მეთოდები არქეოლოგიური კვლევისთვის.

კოლუმბიაში სანაპიროსთან ახლოს ოქროს მონეტები აღმოაჩინეს. როგორც დასტურდება, ისინი ესპანურ გალეონს, სან ხოსეს ეკუთვნის, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი გემი იყო. საგანძურით დატვირთული ხომალდი 1708 წელს ბრიტანულ სამხედრო გემებთან ბრძოლის დროს ჩაიძირა. მას დაახლოებით 200 ტონა ოქრო, ვერცხლი და ძვირფასი ქვები გადაჰქონდა. იუწყებიან, რომ საგანძურის თანამედროვე ღირებულება შესაძლოა, 17 მილიარდ დოლარსაც აღემატებოდეს.

კოლუმბიის მთავრობა იმედოვნებს, რომ არტეფაქტების ნაწილი აღდგება. ასევე გეგმავენ, რომ ისინი სპეციალურ მუზეუმში განათავსონ, რომელიც ჯერ არ არის აშენებული. მიუხედავად ამისა, ესპანეთის მთავრობის მხრიდან პრეტენზიები არსებობს. ისინი ამტკიცებენ, რომ დროის გასვლის მიუხედავად, სამხედრო გემის ნაწილები კვლავ ესპანეთს ეკუთვნის.

კოლუმბიის საზღვაო ძალებისა და სხვა უწყებების მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს და დისტანციური წყალქვეშა აპარატებით (ROV) გადაღებული გამოსახულებები შეისწავლეს. ასობით მონეტა გემის ნამსხვრევებთან, დაახლოებით 600 მეტრის სიღრმეზეა მიმოფანტული.

2015 წელს კოლუმბიის მთავრობამ განაცხადა, რომ სან ხოსე კოლუმბიის კარიბის ზღვაში, ქალაქ კარტახენასთან ახლოს აღმოაჩინა. დამატებითი დაკვირვებები 2021 და 2022 წლებში ჩატარდა. კვლევებმა დაადასტურა, რომ ნამსხვრევები და საგანძური მართლაც 1708 წელს ჩაძირულ ესპანურ გალეონს ეკუთვნის.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

მკვლევრები ამბობენ, რომ გემის ნამსხვრევებში მრავალ ადგილას ოქროს ათეულობით მონეტა შეამჩნიეს, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია. ისინი გარშემორტყმულია სხვა არტეფაქტებით, მათ შორის ტვირთის ნაწილებით, იარაღითა და იმ დროის საყოფაცხოვრებო ნივთებით. გემი კარგად ასახავს, როგორი იყო ყოველდღიური ცხოვრება გემზე 300-ზე მეტი წლის წინ.

მონეტების სრულყოფილად შესწავლისთვის მეცნიერებმა მაღალი გარჩევადობის ფოტოგრაფია გამოიყენეს. დაადგინეს, რომ მონეტების საშუალო დიამეტრი დაახლოებით 3.2 სანტიმეტრია, წონა კი 27 გრამი.

ROV აპარატების მიერ გადაღებულ სურათებზე მონეტების დიზაინიც ჩანს. ერთ მხარეს იერუსალიმის ჯვრის ვარიაციაა გამოსახული, ასევე ფარი, რომელიც ციხესიმაგრეებითა და ლომებითაა გაფორმებული. მეორე მხარეს კი ჩანს “ჰერკულესის გვირგვინით შემკული სვეტები ზღვის ტალღების თავზე”… სრულად

📍 სტატია ეხება: გორი

",iconSize:[14,14],iconAnchor:[7,7]});var marker=L.marker([p.lat,p.lng],{icon:mk}).addTo(m);marker.bindPopup(""+p.name+"");bounds.push([p.lat,p.lng]);});if(bounds.length===1){m.setView(bounds[0],11);}else{m.fitBounds(bounds,{padding:[40,40]});}});

© OpenStreetMap · PHIG

READ  როგორ დაიღუპა სტალინის ვაჟი სინამდვილეში? - ტყვედ ჩავარდნილი იაკობ ჯუღაშვილის ისტორია
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის