ორშაბათი, იანვარი 13, 2025
spot_img
მთავარიგანათლებაგერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე, გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ეშინიათ, რომ ომი ევროპაშიც იქნება. Shell-ის ახალმა კვლევამ აჩვენა, თუ სხვა რა პრობლემები აწუხებთ ახალგაზრდა გერმანელებს. აღნიშნული გამოკითხვის დეტალები Deutsche Welle-მ შეისწავლა.

რა ხდება? 

მიმდინარე ომები, კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული პრობლემები და მზარდი პოლარიზაცია პოლიტიკაში – ეს მხოლოდ რამდენიმე აქტუალური საკითხია, რომელიც აწუხებს დღევანდელ ახალგაზრდობას გერმანიაში. ნავთობის კორპორაცია Shell-ის დაკვეთით ჩატარებული ახალი კვლევის შედეგების წარდგინება 15 ოქტომბერს, ბერლინში გაიმართა. ეს უკვე მე-19 კვლევაა იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობენ გერმანელი ახალგაზრდები დღეს. გამოკითხვა ტარდება ხუთ წელიწადში ერთხელ, 1953 წლიდან მოყოლებული და 12-დან 25 წლამდე ახალგაზრდების ამჟამინდელ დამოკიდებულებასა თუ ღირებულებებს შეისწავლის. მიმდინარე გამოკითხვაში მონაწილეობა 2509 ადამიანმა მიიღო. ახალგაზრდა თაობაზე საუბრისას მკვლევრები ხშირად ამბობენ, რომ მათ შეუძლიათ დაინახონ როგორც პრობლემები, ასევე – მათი გადაწყვეტის გზები.

მომავლის მიმართ უმეტესობა ოპტიმისტურად არის განწყობილი

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ პოპულისტური იდეების მიმართ ახალგაზრდები უკიდურესად მგრძნობიარენი არიან. მამრობითი სქესის რესპონდენტების მეოთხედმა აღიარა, რომ ისინი მემარჯვენე შეხედულებებს იზიარებენ. არა და, სულ რაღაც ხუთი წლის წინ, ანალოგიური მაჩვენებელი მხოლოდ 16%-ი იყო. რაც შეეხება მდედრობით სქესს, მემარჯვენე პოპულისტების მომხრედ თავს მხოლოდ 11%-ი მიიჩნევს. ბიჭებისან განსხვავებით, გოგონები ამ მაჩვენებელს 2019 წლიდან სტაბილურად ინარჩუნებენ.

მიუხედევად ამისა, არ არსებობს იმის მაჩვენებელი, რომ გერმანელი ახალგაზრდები საზოგადოებისგან იზოლირებული არიან და დემოკრატიულ ღირებულებებს შორდებიან. პირიქით, უმრავლესობა ოპტიმისტურად არის განწყობილი მომავლისა და იმ შესაძლებლობების მიმართ, რასაც საზოგადოება და სახელმწიფო მათ აძლევს. „ეს არის გამოკითხვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ამავე დროს, დამაბნეველი, ასევე – ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელი შედეგი“, – ამბობს ბილეფელდის უნივერსიტეტის პოლიტოლოგი და კვლევის ავტორი, მათიას ალბერტი.

საჯარო ინსტიტუტების, პოლიტიკური სისტემისა და დემოკრატიისადმი ნდობა გერმანელ ახალგაზრდებში იმდენად მაღალია, როგორც – არასდროს. ამავდროულად, ისინი აკრიტიკებენ პოლიტიკოსებს, რომლებიც პრობლემების გადაწყვეტის გზებს ვერ პოულობენ, ასევე მათ ომისა და ეკონომიკური არასტაბილურობის შიში აქვთ. როგორ ხსნიან მეცნიერები ახალგაზრდებში ასეთ სენტიმენტებს? მათიას ალბერტი თვლის, რომ ყველაზე ლოგიკური ახსნა შეიძლება იყოს ის, რომ დღევანდელმა ახალგაზრდა თაობამ COVID-19 პანდემიის დროს დიდი კრიზისი განიცადა. თუმცა ასევე მათ დაინახეს, თუ როგორ დაუდგა დემოკრატიული საზოგადოება ამ გამოწვევას. ”მათი უმეტესობა, ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში, აღმოჩნდა სიტუაციაში, როდესაც საზოგადოებამ, ავად თუ კარგად, დიდი კრიზისის დაძლევა შეძლო. ვფიქრობ, მათი ოპტიმიზმი სწორედ ამან განაპირობა“, – ამბობს კვლევის ავტორი.

პოლიტიკისადმი ინტერესი თანაბრად მაღალია ბიჭებსა და გოგოებში

Shell-ის ახალი კვლევა აჩვენებს, რომ გერმანელ ახალგაზრდებში პოლიტიკისადმი ინტერესი ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. გამოკითხულთა 55%-ი ამბობს, რომ პოლიტიკით არის დაინტერესებული. ამ მაჩვენებელმა ისტორიულ მინიმუმს 2002 წელს მიაღწია: მაშინ ყოველი მესამე ადამიანი პოლიტიკისადმი ინტერესს ავლენდა. როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, წელს პირველად, ამ მაჩვენებელში სქესობრივი განსხვავება არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, პოლიტიკით ერთნაირად ინტერესდებიან როგორც გოგოები, ისე – ბიჭები. გარდა ამისა, პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობის სურვილი ახალგაზრდებში გაიზარდა. კერძოდ, თუ 2002 წელს ეს მაჩვენებელი 22%-ი იყო, 2024 წელს 37%-ია. კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ ამ ტენდენციის მიზეზი ე.წ.„გრეტას თაობის“ (იგულისხმება გრეტა ტუნბერგი) გრძელვადიანი ეფექტია.

ყველაზე მეტად ახალგაზრდებს ომისა და სიღარიბის ეშინიათ

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის ფონზე, გერმანიის თანამედროვე ახალგაზრდებში ევროპაში ომის დაწყების შიში პირველ ადგილზეა. გამოკითხულთა 81%-ს სჯერა, რომ საომარმა მოქმედებებმა შეიძლება ევროპაშიც გადაინაცვლოს. 2019 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა – მაშინ ეს მაჩვენებელი 46%-ს შეადგენდა.

გამოკითხულთა 67%-მა განაცხადა, რომ მათ სიღარიბის ეშინიათ. ხუთი წლის წინ, ანალოგიური პასუხი რესპონდენტების დაახლოებით ნახევარზე მეტმა გასცა. ამავდროულად, ახალგაზრდებს ნაკლებად ეშინიათ უმუშევრობის. ამასთანავე, ყოველი მესამე გამოკითხული შრომით პირობებს შიშით უყურებს. თუმცა, 1953 წლიდან მოყოლებული, ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

რუსეთის ფართომასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში, 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ ტერაქტმა ისრაელზე და ისრაელის სამხედრო პასუხმა ღაზას სექტორში, ახალგაზრდების შეხედულებები რიგ საკითხებზე შეცვალა, – აღნიშნავენ კვლევის ავტორები. ამჟამად 12-დან 25 წლამდე გერმანელების 69%-ი ძლიერი ნატოს მომხრეა, ხოლო 6%-ი  წინააღმდეგია. ამავდროულად, მკვლევრებს არ დაუზუსტებიათ ახალგაზრდების პოზიციები გეოგრაფიული მახასიათებლების მიხედვით. კერძოდ, აქ საუბარია გერმანიის აღმოსავლეთ და დასავლეთ მიწებზე.

როგორ აღიქვამენ ახალგაზრდები დიდ პოლიტიკას?

„ახალგაზრდებმა გააცნობიერეს, რომ დიდი პოლიტიკა არ არის უბრალოდ რაღაც შორეული. უფრო მეტიც, მათ მისთვის გვერდის ავლა აღარ შეუძლიათ“, – ამბობს მათიას ალბერტი. „მაშინაც კი, თუ თქვენ არ ხართ ძალიან დაინტერესებული პოლიტიკით, მოგიწევთ დაფიქრდეთ, როდესაც კლასში თქვენს გვერდით ზის ბავშვი, რომელიც გამოექცა უკრაინის ომს ან სხვა კატასტროფებს“, – აღნიშნავს კვლევის ავტორი.

12-დან 25 წლამდე ასაკის გერმანელთა 60%-ი ეთანხმება, რომ „რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და მან ამისთვის უნდა ზღოს“, მაშინ, როცა მხოლოდ 13%-ი (აღმოსავლეთ გერმანიაში – 21%) განსხვავებულად ხედავს სიტუაციას. თუმცა რუსეთის ქმედებების დაგმობა არ ნიშნავს უკრაინისთვის შეუზღუდავი სამხედრო დახმარების გაწევას. გერმანიის ახალგაზრდა მცხოვრებლებს შორის, გამოკითხულთა მეოთხედი უკრაინის სამხედრო დახმარებას საერთოდ ეწინააღმდეგება. დასავლეთ გერმანიაში ეს მაჩვენებელი 22%-ია, აღმოსავლეთში კი – 34%-ი.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
პენიში – ლისაბონის სანაპირო ზოლთან მდებარე სანაპირო ქალაქი

პენიში – ლისაბონის სანაპირო ზოლთან მდებარე სანაპირო ქალაქი

13 January, 2025
რა არის რეაბილიტაცია? ვის ესაჭიროება იგი?

რა არის რეაბილიტაცია? ვის ესაჭიროება იგი?

იანვარი 13, 2025
„გამჩენო მამაზეციერო, უხვი წელი მოგვეცი, გვიმყოფე ყველა მთელი ჯანით და მხიარული გულით…“ – გურული დალოცვა ზურა შევარდნაძისგან

„გამჩენო მამაზეციერო, უხვი წელი მოგვეცი, გვიმყოფე ყველა მთელი ჯანით და მხიარული გულით…“ – გურული დალოცვა ზურა შევარდნაძისგან

13 იანვარი 2025
როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

იანვარი 13, 2025
როდის უნდა ავიღოთ საახალწლო ნაძვის ხე

როდის უნდა ავიღოთ საახალწლო ნაძვის ხე

იანვარი 13, 2025
Financial Times მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

Financial Times მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

იანვარი 13, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რატომ არის აუცილებელი ცხელი წვნიანის მირთმევა

რატომ არის აუცილებელი ცხელი წვნიანის მირთმევა

იანვარი 13, 2025
შარლიზ ტერონი Dior-ის სახე გახდა

შარლიზ ტერონი Dior-ის სახე გახდა

იანვარი 13, 2025
ახალი წელი ევროპასა და აზიას შორის

ახალი წელი ევროპასა და აზიას შორის

13 იანვარი 2025
2024 წლის 11 თვეში, თბილისში $2,8 მილიარდის ბინები გაიყიდა – Galt&Taggart-ის ანალიზი

2024 წლის 11 თვეში, თბილისში $2,8 მილიარდის ბინები გაიყიდა – Galt&Taggart-ის ანალიზი

იანვარი 13, 2025
საზღვარგარეთ ქართული ბარათებით ოპერაციები გაიზარდა – რა თანხას ხარჯავენ ქართველები უცხოეთში

საზღვარგარეთ ქართული ბარათებით ოპერაციები გაიზარდა – რა თანხას ხარჯავენ ქართველები უცხოეთში

იანვარი 8, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი