სამშაბათი, აპრილი 21, 2026
Google search engine
მთავარიგანათლებარეკორდი მოხსნილია — პარკერის ზონდმა მზეს უკიდურესად ახლოს ჩაუფრინა

რეკორდი მოხსნილია — პარკერის ზონდმა მზეს უკიდურესად ახლოს ჩაუფრინა

NASA-ს პარკერის მზის ზონდმა ახალი ისტორია დაწერა — მზესთან იმაზე ახლოს მივიდა, ვიდრე ნებისმიერი სხვა კოსმოსური ხომალდი ოდესმე. ამ დროს, მის დამცავ ფარზე ტემპერატურა 930 გრადუს ცელსიუსს აღწევდა.

მისია 2018 წელს გაუშვეს და შვიდ წელიწადზეა გათვლილი; შედეგად, უნდა გაღრმავდეს სამეცნიერო გაგება ჩვენი დედავარსკვლავის შესახებ, რაც თავის მხრივ, დაგვეხმარება იმ კოსმოსურ მოვლენათა უკეთ პროგნოზირებაში, რომლებსაც შეიძლება გავლენა ჰქონდეთ დედამიწაზე არსებულ სიცოცხლეზე.

მზესთან ყველაზე ახლო წერტილში მისვლა 24 დეკემბერს მოხდა, მაგრამ დადასტურებისთვის, მისიის მეცნიერებს რამდენიმე დღით მოცდა უწევთ, რადგან ასეთი სიახლოვის გამო, ხომალდთან კავშირი გაწყდა.

„ზუსტად ამ წუთებში, პარკერის მზის ზონდი მზესთან იმაზე ახლოს დაფრინავს, ვიდრე ოდესმე უფრენია ნებისმიერ რამეს — დაახლოებით 6,1 მილიონი კილომეტრის მანძილზე. წარმოუდგენელია, რომ ჩვენ ეს შევძელით“, — ამბობს NASA-ს წარმომადგენელი ნიკი ფოქსი.

დედამიწასა და მზეს შორის მანძილი რომ ამერიკული ფეხბურთის მოდენის სიგრძის იყოს, ხომალდი ყველაზე ახლოს მისვლის მომენტის ბოლო ზონაში იქნებოდა — ამას პერიჰელიონს უწოდებენ.

რეკორდი მოხსნილია — პარკერის ზონდმა მზეს უკიდურესად ახლოს ჩაუფრინა | შენი განათლება

„ის NASA-ს თამამი მისიის მაგალითია, აკეთებს იმას, რაც ჯერ არავის არასდროს გაუკეთებია, რათა პასუხი გაგვცეს სამყაროს შესახებ არსებულ დიდი ხნის კითხვებზე. მოუთმენლად ველოდებით სტატუსის პირველ განახლებას ხომალდისგან, რის შემდეგაც დავიწყებთ სამეცნიერო მონაცემთა მიღებას“, — ამბობს პროგრამის მეცნიერი ერიკ პოზნერი.

პარკერი 690 000 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს; ანუ, ვაშინგტონიდან ტოკიოში სულ რაღაც ერთ წუთში ჩავიდოდა.

„პარკერი მონაცემებს ჯერ მთლად შეუსწავლელი ტერიტორიიდან მოგვაწვდის“, — ამბობს მისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნიკ პინკინი.

პარკერის ზონდი მეცნიერებს მზის უდიდეს საიდუმლოთა ამოხსნაში ეხმარება. მათ შორის — როგორ წარმოიქმნება მზის ქარი, რატომ არის გვირგვინი (კორონა) უფრო ცხელი, ვიდრე ზედაპირი და როგორ ხდება კორონული მასის ამოფრქვევები (პლაზმის მასიური ღრუბლები, რომლებიც მზიდან კოსმოსში იტყორცნება).

პარკერი მზეს ასეთივე მანძილზე კიდევ ორჯერ ჩაუფრენს — 2025 წლის 22 მარტს და 19 ივნისს.

READ  ავსტრალიაში 16 წლამდე ბავშვებს სოციალური ქსელებით სარგებლობა აეკრძალათ

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.