გრამატიკულად გაუმართავი საუბარი ფიზიკურ სტრესს იწვევს – კვლევა

გრამატიკულად გაუმართავი საუბარი ფიზიკურ სტრესს იწვევს – კვლევა | შენი განათლება
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

უახლესი კვლევის თანახმად, ზოგიერთ ადამიანში გრამატიკულად გაუმართავი წინადადებების მოსმენა ფიზიოლოგიურ სტრესს იწვევს. ალბათ, თავადაც არაერთხელ მოგშლიათ ნერვები დამახინჯებულ საუბარზე, მაგრამ მეცნიერები უბრალო გაღიზიანებას ცდებიან და რეალურ სტრესზე საუბრობენ…

კერძოდ, ბირმინგემის უნივერსიტეტის მკვლევრებმა 41 ცდის პირზე ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებშიც საუბრის 40 ნიმუში გამოიყენეს. მათი ნახევარი გრამატიკული შეცდომებით იყო გაჟღენთილი, რათა მონაწილეებში დამოკიდებულების ცვლილება ზუსტად გაეზომათ. ამასთან, ცდის პირები სპეციალურ მონიტორთან იყვნენ დაკავშირებულნი, რომელიც გულისცემის ცვალებადობას (HRV) აკონტროლებდა.

როდესაც ადამიანი მოდუნებულია, მისი HRV ცვალებადია. ხოლო სტრესის დროს ის რეგულარულია, სტაბილური ინტერვალები ახასიათებს. ამის გათვალისწინებით დადგინდა, რომ სუბიექტები ფიზიკურ სტრესს განიცდიდნენ გრამატიკული დარღვევების მოსმენისას – ეს მათ არა მხოლოდ ინტერპერსონალურად, არამედ ფიზიოლოგიურადაც აწუხებდათ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

„კვლევის შედეგებმა აშკარა კავშირი გამოკვეთა ფიზიოლოგიასა და შემეცნებას შორის. კოგნიტიური ძალისხმევა ფიზიოლოგიურ სისტემაში იმაზე მეტად მოქმედებს, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ“, – განმარტავს ბირმინგემის უნივერსიტეტის პროფესორი და წამყვანი ავტორი დაგმარ დივჯაკი.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

მკვლევრების თქმით, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მსგავსი ექსპერიმენტი შემეცნების ასპექტების ახალი მეთოდების აღმოჩენის შესაძლებლობას იძლევა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2026). გრამატიკულად გაუმართავი საუბარი ფიზიკურ სტრესს იწვევს – კვლევა. 27 აგვისტო, 2026. https://sheniganatleba.ge/გრამატიკულად-გაუმართავი/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. გრამატიკულად გაუმართავი საუბარი ფიზიკურ სტრესს იწვევს – კვლევა [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 21]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%92%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%93-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98/
sheniganatleba.ge
READ  5 წიგნი, რომელიც ყველა ქალს წაკითხული უნდა ჰქონდეს
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network