ქართველ მსახიობს, სალომე დემურიას, გადაეცა ჯილდო – „ევროპელი ამომავალი ვარსკვლავი“

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ევროპული კინოს ხელშეწყობის“ ერთ-ერთ საკონკურსო პროგრამა European Shooting Stars-ზე საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ წარდგენილ მსახიობს, სალომე დემურიას, გადაეცა ჯილდო – „ევროპელი ამომავალი ვარსკვლავი“.

ბერლინში საზეიმო ღონისძიებას ქართული დელეგაციის წევრები დაესწრნენ და ქართველ მსახიობს შემოქმედებით საქმიანობაში მომავალშიც წარმატებები უსურვეს.

კინოინდუსტრიის საერთაშორისო ექსპერტების ჟიურიმ სალომე დემურია 2023 წლის 10 ევროპელ ტალანტს შორის გამოარჩია და ის რუსუდან გლურჯიძის ფილმში – „ანტიკვარიატი“ – შესრულებული როლისთვის ევროპული კინოს „ამომავალ ვარსკვლავებს“ შორის დაასახელა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

მნიშვნელოვანია, რომ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე მსახიობს, უცხოელ კოლეგებთან ერთად, შესაძლებლობა აქვს, პირისპირ შეხვდეს კინოინდუსტრიის ცნობილ წარმომადგენლებს.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

„ევროპული კინოს ხელშეწყობა“ საერთაშორისო ქსელია, რომელიც 37 ქვეყნის კინოორგანიზაციებს აერთიანებს და მათ შორის არის საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.

ბერლინი 15-25 თებერვალს მასპინძლობს 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალს, რომლის ფარგლებში 15-21 თებერვალს ტარდება ევროპული კინოს ბაზრობა (EFM).

📍 თავისუფლების მოედანი, თბილისი

© OpenStreetMap contributors · PHIG

სტატიის ციტირება
SheniGanatleba.ge. ქართველ მსახიობს, სალომე დემურიას, გადაეცა ჯილდო – „ევროპელი ამომავალი ვარსკვლავი“ [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 5]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a-%e1%83%9b%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%94/
sheniganatleba.ge
READ  რატომ არ მიფრინავენ ბეღურები თბილ ქვეყნებში
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network