გიორგი მამარდაშვილის პირველი კომენტარი თბილისში დაბრუნების შემდეგ

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა

„ველოდებით ასეთ გულშემატკივრობას, რადგან ვიცით, როგორ უყვართ ჩვენს ხალხს ფეხბურთი. ბავშვებს მინდა ვუთხრა, რომ დაიჯერონ თავიანთი თავების, იმ საქმეს მიჰყვნენ, რომელიც უყვართ და აუცილებლად გამოუვათ“, – ამ კომენტარით უპასუხა ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ჟურნალისტის კითხვას.

საქართველოში დაბრუნებულმა მეკარემ „ტვ პირველთან“ საუბრისას, გულშემატკივრებს, ასეთი დახვედრისა და ქომაგობისთვის, რაც ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში აჩვენეს, მადლობა გადაუხადა და სამომავლო გეგმებზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა:

„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს, რომელიც დაგვხვდა აეროპორტში. არ ვფიქრობ, რომ ქვეყანაში პირველი ადამიანი ვარ. უბრალოდ, მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და თუ ვინმე ასე ფიქრობს, ძალიან დიდი მადლობა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

პირველ რიგში, უნდა დავისვენო რამდენიმე დღე. ჩემს მომავალს რაც შეეხება, სამი წელი ჯერ კიდევ კონტრაქტი მაქვს ვალენსიასთან. ჯერჯერობით არაფერი მაქვს გადაწყვეტილი. ყველანი ერთად დავსხდებით და ისე გადავწყვეტთ ჩემს მომავალს.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

ველოდებით ასეთ გულშემატკივრობას, რადგან ვიცით, როგორ უყვართ ჩვენს ხალხს ფეხბურთი. ბავშვებს მინდა ვუთხრა, რომ დაიჯერონ თავიანთი თავების, იმ საქმეს მიჰყვნენ, რომელიც უყვართ და აუცილებლად გამოუვათ“. – აღნიშნა გიორგი მამარდაშვილმა.

📍 ვალე

© OpenStreetMap contributors · PHIG

სტატიის ციტირება
SheniGanatleba.ge. გიორგი მამარდაშვილის პირველი კომენტარი თბილისში დაბრუნების შემდეგ [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 4]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a0/
sheniganatleba.ge
READ  საიდან გაჩნდა სიტყვა „იდიოტი“ და რა მნიშვნელობა ჰქონდა მას სინამდვილეში?
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network