კვირა, ოქტომბერი 27, 2024
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებიდავით აღმაშენებელი VS პეტრე დიდი: საოცარი დამთხვევები ორი მეფის ცხოვრებაში

დავით აღმაშენებელი VS პეტრე დიდი: საოცარი დამთხვევები ორი მეფის ცხოვრებაში

შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ფაქტია: ისტორიას უყვარს გამეორება. მემატიანეთა ანალების კითხვისას ხშირად ისეთ გასაოცარ დამთხვევებს აქვს ადგილი – როგორც მოვლენების, ისე პიროვნებების კუთხით, რომ დეჟავიუს შეგრძნებაც კი ჩნდება.

ამის მაგალითად დავით აღმაშენებლისა და პეტრე პირველის ბიოგრაფიული მონაცემები გამოდგება.

დავით IV აღმაშენებელი

ქართველთა დიდი მეფე დავით აღმაშენებელი 1073 წელს დაიბადა, თუმცა ზოგი წყარო მისი დაბადების თარიღად 1072 წელს ასახელებს.

უკვე 1089 წელს დავითმა და მისმა მომხრეებმა აიძულეს და დაარწმუნეს მეფე გიორგი მეორე, რომ გადამდგარიყო და სამეფო ტახტი ვაჟისთვის დაეთმო. მაშინ დავითი 16 წლისა იყო (ან 17-ისა, თუ დაბადების თარიღად 1072-წელს ჩავთვლით სარწმუნოდ).

მეფობის პერიოდში დავითმა კავშირი დაამყარა ევროპელ ჯვაროსნებთან, გაატარა სამხედრო, ეკონომიკური, განათლებისა და ადმინისტრაციული რეფორმები.

1099 წელს ქართველთა დიდმა მეფემ ხარკის მიცემა შეუწყვიტა თურქ-სელჯუკებს და პერმანენტული ომი დაიწყო საქართველოდან მათ გასადევნად, რაც 22 წლის შემდეგ, 1121 წელს, დიდგორის ველზე გამართულ ბრძოლაში ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვებით დაგვირგვინდა.

დავით IV აღმაშენებელი 1125 წლის 24 იანვარს გარდაიცვალა – 52 წლისა, და საქართველოს სახით მაშინდელ წინა აზიაში უძლიერესი კავკასიური იმპერია დატოვა.

პეტრე I დიდი

რუსეთის მეფე და იმპერატორი პეტრე პირველი 1672 წელს დაიბადა. 9 წლისა მეფე გახდა, თუმცა მთელი ძალაუფლება უფროსი დის, სოფიას ხელთ იყო.

1689 წელს პეტრე პირველმა მონასტერში გამოამწყვდია საკუთარი და და სამეფო ტახტზე ავიდა. მაშინ ის 17 წლისა იყო.

ამის შემდეგ პეტრე I ევროპაში გაემგზავრა და იქაურ მონარქებთან დაამყარა კავშირი, მიიღო სერიოზული გამოცდილება, რაც ძალიან წაადგა მას სამხედრო, ეკონომიკური, განათლებისა და ადმინისტრაციული რეფორმების გატარებაში.

1700 წელს რუსეთი შვედეთს დაუპირისპირდა და ეს 21-წლიანი ომი 1721 წელს ფინეთის ქალაქ ნიშტადტში დადებული საზავო ხელშეკრულებით დასრულდა. შვედებმა აღიარეს დამარცხება და რუსეთს დაუთმეს კარელია, ესტონეთი და ლატვია.

პეტრე პირველი 1725 წლის 28 იანვარს გარდაიცვალა – 53 წლისა, და შთამომავლობას იმ დროის მსოფლიოში უდიდესი და უძლიერესი იმპერია დაუტოვა.

სხვა ფაქტები

საინტერესოა ისიც, რომ:

  • დავითიცა და პეტრეც გამორჩეული აღნაგობისანი – ორ მეტრზე მეტი სიმაღლისა (პეტრეს სიმაღლე დაზუსტებულია – 213 სმ) და გასაოცარი ძალის პატრონები იყვნენ.
  • თუ პეტრე მუშტის ერთი დარტყმით ცხენსა და ხარს კლავდა, დავითმა წყალწითელადან გელათამდე აღმართზე ზურგით აიტანა ორი უზარმაზარი ლოდი, რომელიც მთავარი ტაძრის სამხრეთ-დასავლეთის ფუძის ყურეშია ჩატანებული.
  • ერთხელ კარვიდან გასულ და შილიფად ჩაცმულ დავით აღმაშენებელს მოღალატემ ახლოდან ესროლა ისარი, მაგრამ მეფის გულზე დაკიდებულმა პატარა ხატმა, რომელსაც ის არასდროს იხსნიდა, ნასროლი აისხლიტა. ხოლო პეტრე დიდს, პოლტავასთან გამართულ ბრძოლაში ტყვიებმა ქუდი და უნაგირი გაუხვრიტა. ერთი ტყვია, რომელიც გულში უნდა მოხვედროდა, ოქროს ჯვარმა აისხლიტა და პეტრე უეჭველ სიკვდილს გადაარჩინა…

ამ ორი უდიდესი პიროვნების ცხოვრებისეული დამთხვევების თაობაზე კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება, თუმცა ყველაზე დიდი „დამთხვევა“, შესაძლოა, მაინც ის იყოს, რომ, როგორც ზოგი ისტორიკოსი ვარაუდობს, პეტრე პირველი, ისევე, როგორც დავით აღმაშენებელი, ბაგრატიონთა გვარისა გახლდათ.

ვანო სულორი

sputnik-georgia.com

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

25 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

ოქტომბერი 25, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი