დაუბანელი დიდგვაროვნები- როგორი იყო ჰიგიენური ნორმები XIX საუკუნის ევროპაში?

დაუბანელი დიდგვაროვნები- როგორი იყო ჰიგიენური ნორმები XIX საუკუნის ევროპაში? | შენი განათლება
1 წუთიანი წაკითხვა

ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენს რა ჰიგიენური პრობლემები იმალებოდა როკოკოს ეპოქის ხავერდოვანი კაბებისა და რომანტიული გარეგნობის ქალბატონების უკან.

სულ რაღაც 150-200 წლის წინ ოფლის სუნთან გამკლავება არც ისე ადვილი იყო. ინტიმური ადგილების რეგულარული დაბანა უშვილობის გამომწვევ მთავარ მიზეზად ითვლებოდა. ცხელი აბაზანის მიღება კი თავში ვინმეს იშვიათად მოსდიოდა.

ითვლებოდა, რომ წყალთან ერთად ორგანიზმში ინფექცია იჭრებოდა, ორგანიზმი სუსტდება და ტიფის აკიდება მარტივი ხდება.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
მონარქები მთელი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ რამდენჯერმე იბანდნენ, დედოფლები სულ ორჯერ- დაბადებისას და გათხოვების დროს.

მეთვრამეტე საუკუნემდე მხოლოდ ხელებისა და პირის დაბანა იყო გავრცელებული. რეგულარული დაბანის რეკომენდაციას არც ექიმები გასცემდნენ.

ითვლებოდა, რომ ეს ყველაფერი თვალების ანთებასა და მხედველობის დაკარგვას იწვევდა.

სამაგიეროდ იმ დროს დიდი წარმატებით სარგებლობდა ბალახის ნაყენები, ვარდისფერი წყალი და არომატული გამხმარი ბალახებით დამზადებული პატარა ბალიშები, რომლებსაც ტანსაცმელზე იმაგრებდნენ.

ლუდოვიკო მეთოთხმეტის დროს სუნამოს ხმარება მეფის ბრძანებას წარმოადგენდა. სუნამოს დაპკურების გარეშე სამეფოს კარზე გამოჩენის უფლება არავის ჰქონდა.

მეთვრამეტე საუკუნეში მოდაში გრანდიოზული ვარცხნილობები შემოვიდა. თმებს პროფესიონალი სტილისტები რამდენიმე საათის განმავლობაში აყენებდნენ. იმისთვის, რომ ვარცხნილობას ფორმა არ დაეკარგა მანდილოსნებს თავის სპეციალურ დასადებებზე ეძინათ.

სკანირება
QR კოდი
სტატიის ციტირება · HOW TO CITE

შენი განათლება. (2026). დაუბანელი დიდგვაროვნები- როგორი იყო ჰიგიენური ნორმები XIX საუკუნის ევროპაში?. 14 მარტი, 2026. https://sheniganatleba.ge/დაუბანელი-დიდგვაროვნები/

© 2026 შენი განათლება  ·  Public Health Institute of Georgia (PHIG)  ·  კონფიდენციალობა  ·  Cookie
სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2026). დაუბანელი დიდგვაროვნები- როგორი იყო ჰიგიენური ნორმები XIX საუკუნის ევროპაში?. 14 მარტი, 2026. https://sheniganatleba.ge/დაუბანელი-დიდგვაროვნები/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. დაუბანელი დიდგვაროვნები- როგორი იყო ჰიგიენური ნორმები XIX საუკუნის ევროპაში? [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%91%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%98%e1%83%93%e1%83%92%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/
sheniganatleba.ge
READ  გარდაიცვალა კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network