შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებიდაუჯერებელი ისტორია - კაცი, რომელმაც 20 მილიარდი დოლარი დაკარგა, ყველაფერს ნულიდან იწყებს

დაუჯერებელი ისტორია – კაცი, რომელმაც 20 მილიარდი დოლარი დაკარგა, ყველაფერს ნულიდან იწყებს

ჩარლზ ერგენი Forbes-ის მიხედვით ამერიკის 24-ე ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო. თუმცა 2015 წელს მისი ქონება 94%-ით დაეცა და მან მილიარდერთა კლუბი დატოვა.

როგორ მისცა ერგენმა ახალი სიცოცხლე თავის ბიზნეს იმპერიას? – სწორედ ნულიდან დაწყებული ახალი იდეის შესახებ მოგვითხრობს სტატია, რომელიც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ დანებება ყოველთვის ცუდი იდეაა.

2015 წლის დასაწყისში ჩარლზ ერგენი იყო კოლორადოს უმდიდრესი მკვიდრი და 24-ე ყველაზე მდიდარი ადამიანი შეერთებულ შტატებში. მისი სატელევიზიო მაუწყებლობის კომპანიის Dish Network-ის აბონენტი იყო თითქმის 14 მილიონი ოჯახი. იმ დროისთვის კომპანიის კაპიტალიზაციამ რეკორდულ დონეს – თითქმის 37 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ჩარლზის მეორე კომპანიამ EchoStar-მა კი Dish Network-ის წარმატებისგან სარგებელი მიიღო და ორივე ერთად სატელევიზიო მაუწყებლობის ტექნიკურ ბაზას უზრუნველყოფდა. ერგენი ორივე საჯარო კომპანიაში მნიშვნელოვან წილებს ფლობდა, მისი პირადი ქონება 20,1 მილიარდი დოლარი იყო.

თუმცა მალევე დაიწყო სტრიმინგის სერვისის ომები. იმის გამო, რომ მომხმარებლები მასობრივად გადავიდნენ Netflix-ზე ან Hulu-ზე, Dish TV-ის აუდიტორია 14 მილიონიდან 6,7 მილიონამდე შემცირდა. გასულ წელს კი სულ რაღაც 900 000 კლიენტი ჰყავდა. 2015 წლიდან მისი ქონება 94%-ით შემცირდა და 800 მილიონ დოლარამდე დაეცა.

დღეს, ყოფილი პროფესიონალი პოკერის მოთამაშე, ერგენი დარწმუნებულია, რომ შეუძლია დაიბრუნოს თავისი წარმატება ბიზნეს მოდელის სრული გადახედვით. ის გეგმავს EchoStar-ისა და Dish Network-ის შერწყმას და ბიზნესის გადაკეთებას ფასიანი ტელევიზიის ოპერატორიდან 5G უკაბელო ქსელის პროვაიდერად.

განაგრძე კითხვა

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი