ხუთშაბათი, აგვისტო 28, 2025
spot_img
მთავარირჩევები მშობლებს"დიახ, ბავშვმა ლექსი ზეპირად უნდა ისწავლოს. მუშა მეხსიერებას, რომელიც მეხსიერების ყველაზე მნიშვნელოვანი...

“დიახ, ბავშვმა ლექსი ზეპირად უნდა ისწავლოს. მუშა მეხსიერებას, რომელიც მეხსიერების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, ვარჯიში სჭირდება ” – რა მნიშვნელობა აქვს დაზეპირებას მეხსიერების განვითარებაში

ბავშვთა ნევროლოგი სოფო ბახტაძე გადაცემაში “პირადი ექიმი” საუბრობს, რატომ არის ბავშვისთვის ლექსისზეპირად სწავლა მნიშვნელოვანი და როგორ ეხმარება მეხსიერების გააქტიურებას დაზეპირება:

მუშა მეხსიერებას ვარჯიში რომ სჭირდება, ამაზე საუბარი არ უნდა იყოს

– ბავშვმა ლექსი უნდა ისწავლოს. ის, რომ მას სხვა ტიპის, მაგალითად, ვიზუალური მეხსიერება უფრო მეტად აქვს განვითარებული, ეს კიდევ სხვა თემაა. მაგრამ, მუშა მეხსიერებას ვარჯიში რომ სჭირდება, ამაზე საუბარი არ უნდა იყოს. დიახ, ბავშვმა ლექსი უნდა ისწავლოს. ე.წ. საზეპირო რა მოცულობის იქნება – ეს უნდა იყოს, მაგალითად, ჰაგიოგრაფიული, საკმაოდ რთული, ლიტერატურული ენით დაწერილი მთელი გვერდი, თუ აკაკი წერეთლის ლირიული, არაჩვეულებრივი ლექსის ნაწილი, ან რომელიმე პოემა – ეს უკვე ბავშვის ინტელექტის კოეფიციენტზეა დამოკიდებული. ანუ, რა მოცულობის მასალას დაიზეპირებს, ეს უკვე მის ინტელექტზეა დამოკიდებული. მაგრამ, იმას, რომ ბავშვის მუშა მეხსიერებას, რომელიც მეხსიერების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, ვარჯიში სჭირდება, დისკუსია არ სჭირდება.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  როგორ დაანგარიშდება მასწავლებლის ხელფასი - განათლების მინისტრის ბრძანება
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი