კვირა, მაისი 24, 2026
Google search engine
მთავარიგანათლებადისტანციური განათლება კანონით დარეგულირდება – რა წერია სამთავრობო პროგრამაში პროფესიულ და უმაღლეს...

დისტანციური განათლება კანონით დარეგულირდება – რა წერია სამთავრობო პროგრამაში პროფესიულ და უმაღლეს განათლებაზე

8 თებერვალს საქართველს პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და პრემიერმინისტრობის კანდიდატის წარდგენილ სამთავრობო პროგრამას – „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.

EDU.ARIS.GE პროგრამის განათლების ნაწილის გაზიარებას განაგრძობს და დღეს პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით მთავრობის გეგმას წარმოგიდგენთ.

რა წერია სამთავრობო პროგრამაში პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებაზე

უმაღლესი განათლების სისტემის განვითარების მიზნით, დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებების გატარება:

მნიშვნელოვნად გაიზარდა და მომავალშიც ეტაპობრივად გაიზრდება უმაღლესი განათლების საბიუჯეტო დაფინანსება.

გაგრძელდება უმაღლესი განათლების სისტემის დაფინანსების ახალ მოდელზე მუშაობა, რომელიც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო დაწესებულებების მდგრად განვითარებასა და სასწავლო პროცესის სწავლის შედეგებზე ორიენტირებას.

საქართველოში მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები სრულ შესაბამისობაში იქნება უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის (ENQA) ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებთან.

შემუშავდება სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და სადოქტორო პროგრამების შეფასების ერთიანი კონცეფცია.

ხელი შეეწყობა უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის პროცესს, მათ შორის, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვებასა და უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით ერთობლივი და ორმაგი ხარისხის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.

გაიზრდება უცხოეთში განათლების მისაღებად სასტიპენდიო პროგრამების ბენეფიციართა რაოდენობა.

ქვეყანაში მასწავლებლის რესურსის გაძლიერების მიზნით, გაგრძელდება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსება, ამოქმედდება სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები.

ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, გაგრძელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ პირთა სწავლის ხელშეწყობის პროგრამები.

განხორციელდება სპეციალური პროგრამები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის. გაგრძელდება მსჯავრდებულის მიერ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე განათლების მიღების ხელშემწყობი ღონისძიებები.

შემუშავდება დისტანციური განათლების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო.

გაგრძელდება მუშაობა საქართველოს Erasmus+ პროგრამის ასოცირებული წევრობისთვის მოსამზადებლად.

გაგრძელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება ინფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს გასაუმჯობესებლად.

რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, როგორც დოკუმენტშია განმარტებული, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად დარჩება პროფესიული განათლების განვითარება, როგორც შრომის ბაზარზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არსებული დისბალანსის აღმოფხვრის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი.

READ  "კეფა ამტკივდა და წნევის ბრალი იქნება" - ეს ყველაზე დიდი და დამაზიანებელი მითია ადამიანებისათვის - ნევროლოგი

“მნიშვნელოვანია პროფესიული განათლება იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და პასუხობდეს შრომის ბაზრის საჭიროებებს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე”, – წერია სამთავრობო პროგრამაში სადაც განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ ასეთ ჩამონათვალს ვკითხულობთ:

გაგრძელდება 4 ახალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისა და 2 სასწავლო სახელოსნოს მშენებლობა, მათგან 2 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისა და 2 სასწავლო სახელოსნოს სამშენებლო სამუშაოები 2024 წლის ბოლომდე დასრულდება.

მშენებლობისა და ლოგისტიკის, ასევე ტურიზმისა და ღვინის სექტორების მიმართულებით განვითარდება დარგობრივი დახელოვნების („ექსელენს“) ცენტრები.

პროფესიული განათლების მიწოდებაში ჩაერთვებიან საჯარო სკოლები და პროფესიული განათლება მეტად ხელმისაწვდომი გახდება საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის.

გაიზრდება სამუშაოზე დაფუძნებული და ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების რაოდენობა, რის საფუძველზეც გაიზრდება პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი; ასევე, გაიზრდება ინტეგრირებული პროგრამების მასშტაბები.

მნიშვნელოვნად გაიზარდა და მომავალშიც ეტაპობრივად გაიზრდება პროფესიული განათლების საბიუჯეტო დაფინანსება და ამოქმედდება პროფესიული განათლების დაფინანსების შედეგებზე დაფუძნებული მოდელი.

კერძო სექტორის ჩართულობით დაინერგება საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამონაწილეობითი მართვის მოდელები და ამ ფორმით უნარების ეკოსისტემასა და პროფესიული განათლების მიწოდებაში ჩაერთვება კერძო სექტორი.

დარგობრივი გაერთიანებებისა და კერძო სექტორის ჩართულობით გადაიხედება პროფესიული სტანდარტები და 2025 წლის ბოლომდე შემუშავდება/განახლდება ყველა პროფესიული სტანდარტი ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად. შრომის ბაზრის საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით დაინერგება კერძო სექტორის მონაწილეობით შემუშავებული ახალი კვალიფიკაციები.

დამტკიცდება პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი და მომზადების, პროფესიაში შესვლისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ახალი მოდელი, ასევე ამოქმედდება პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურების ახალი მოდელი. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადდებიან პროფესიული განათლების მასწავლებლები.

კოლეჯების მართვის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ამაღლდება კოლეჯების დირექტორთა კვალიფიკაცია. გადაიხედება დაწესებულებების სტრუქტურა პროფესიული განათლების სისტემის პრიორიტეტების შესაბამისად.

პროფესიული განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციის მიზნით, ამოქმედდება საერთაშორისო სერტიფიცირების შესაძლებლობები საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების განსახორციელებლად.

პროფესიული განათლების მართვის პროცესის ხელშესაწყობად დაინერგება სხვადასხვა ელექტრონული სისტემა, რაც პროცესებს გახდის უფრო მეტად მოქნილსა და ავტომატიზებულს.

READ  მათმატიკური მაგალითი მოცარტის ეფექტით: როგორ გავაღვიძოთ გონების ძალა

საქართველოს მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას ჯერ კომიტეტებსა და ფრაქციებში უნდა გამოუცხადონ ნდობა, ხოლო პლენარულ სხდომაზე საკითხი 8 თებერვალს გავა. შეგახსენებთ, რომ მმართველმა პარტიამ პრემიერმინისტრობის ახალი კანდიდატი – ირაკლი კობახიძე 1-ელ თებერვალს, პარტიის ყრილობაზე წარადგინა.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.