დუდუ დადიანის “უცნობი” ცნობილი და, მაკა დადიანი
მაკა დადიანი, რომელმაც უფროს ძმასთან ერთად დუდუ გაზარდა წლებია რაც შვეიცარიაში ცხოვრობს. საქართველოში მის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, თუმცა საზღვრებს გარეთ მაკას კარგად იცნობენ, ის შესანიშნავი მხატვარია.
მაკას ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ…
პრინცესა მაია (მაკა) დადიანი ეკუთვნის საქართველოს სამეფო დინასტიას. მისი დიდი პაპა, ალექსანდრე და დიდი ბებია ნინო ორივე დადიანები იყვნენ. ის არის ოდიშის მთავრის ოტიას დადიანის პირდაპირი მემკვიდრე მერვე თაობის. ის ასევე მეფე მანუჩარის (1792) და დიდი ნიკოს (1834, სახელმწიფო მოღვაწე, სამხედრო სარდალი, მინგრელის გუბერნატორი, ელჩი და ისტორიკოსი) პირდაპირი მემკვიდრეა მეექვსე თაობის.
მაკას მშობლებმა, მისი მუსიკალური ნიჭის აღიარების შემდეგ, გადაწყვიტეს, პიანისტი გამხდარიყო, თუმცა მუსიკასთან ერთად ბავშვობიდანვე იზიდავდა მხატვრობა. ის ქმნიდა ცნობილი მხატვრების ნამუშევრების შესანიშნავ ასლებს, როგორიცაა ლეონარდო, მიქელანჯელო, რაფაელი, რუბენსი და სხვა. მუსიკალური სკოლის დასრულების შემდეგ მაკამ თბილისის მუსიკალური აკადემია დაამთავრა კონცერტმაისტერის განხრით.
-
ხატვის სიყვარულის გამო, 23 წლის ასაკში, მუსიკოსის კარიერა მიატოვა და ხელოვნების სწავლა დაიწყო, სადაც 1983 წელს მისი პირველი სოლო გამოფენა გაიმართა. მაკა დადიანის ხუთი ნამუშევარი გამოფენილია ფა დაცულია მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ფონდში.
1988 წელს მაკამ მუშაობა მაშინდელ პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის სახვითი ხელოვნების დეპარტამენტში ასოცირებულ პროფესორად დაიწყო მუშაობა. 1989 წელს მუშაობდა თბილისის მხატვართა სახლში, მაგრამ სამოქალაქო ომის დროს, 1991 წელს, მხატვართა სახლი სრულად დაიწვა და მისი ბევრი ნამუშევარი განადგურდა. მიუხედავად ამისა, ხატვა განაგრძო და მონაწილეობა მიიღო რამდენიმე გამოფენაში. მაკა 2004 წელს გადავიდა ციურიხში, შვეიცარიაში, სადაც დღემდე ცხოვრობს და მუშაობს.
2006 წლამდე მაკა ძირითადად ზეთის საღებავებით ხატავდა. მუდმივად ეძებს გამოხატვის ახალ გზებს და ქმნის სპეციალურ ტექნიკას, რათა მიაღწიოს სამგანზომილებიან ეფექტებს და რელიეფურ ფორმებს. მაკას როგორც პორტრეტისტისა და მხატვრის ვირტუოზობა ფართოდ აღიარებულია. მან შექმნა სხვა ცნობილ პიროვნებებთან ერთად ესპანეთის მეფე ხუან კარლოს I-ის პორტრეტი, რომელიც 2011 წლიდან ინახება მადრიდში, ლა სარუელას სასახლის კოლექციაში.
მაკა დადიანი ხშირად მონაწილეობს საკუთარი ნამუშევრებით კერძო და საჯარო გამოფენებში. ის არის არაერთი მხატვართა კავშირის წევრი, როგორიცაა ქართული მხატვართა ასოციაცია, გერმანული მხატვართა კავშირი „Syrlin“, შვეიცარიული მხატვართა კავშირი „Artischock“ და იტალიის ტოსკანაში მდებარე უგო გუიდის მუზეუმი.
ამჟამად მაკას ხელოვნებას კურირებს ჰაინც პლეინერი, PAKS გალერეის დირექტორი და MAMAG თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის კურატორი.
მაკა დაოჯახებულია, მისი მეუღლე ასევე მხატვარი პიერ შვარცენბახია. მომავალი მეუღლე საქართველოში გაიცნო. მაშინ დუდუ რამდენიმე თვის გარდაცვლილი იყო და მაკას ცხოვრებაში რთული პერიოდი ჰქონდა. ორი წლის შემდეგ ისევ შეხვდნენ ერთმანეთს და დაოჯახდნენ. მაკას პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი ეკატერინა დადიანი ჰყავს, რომელიც წლების წინ დედასთან ერთად წავიდა შვეიცარიაში და იქ დაოჯახდა.