ოთხშაბათი, აპრილი 9, 2025
spot_img
მთავარიUncategorized„ეს ისეთი საშინელება იყო, გახსენებაც კი მზარავს... - დაუჯერებელი ამბავი ქალზე, რომელიც...

„ეს ისეთი საშინელება იყო, გახსენებაც კი მზარავს… – დაუჯერებელი ამბავი ქალზე, რომელიც მოძღვარს თავად უამბო

ამბავი, რომელსაც ახლა წაიკითხავთ, სოფიო მანენკოვამ 1907 წელს ოპტის უდაბნოში სერგი ნილუსს უამბო:

წარმოშობით ორიოლის გუბერნიიდან ვარ, აზნაურიშვილი. ჩემს მშობლებს ელეცკის მაზრაში მამული ჰქონდათ, მისი შემოსავალი ძლივს გვყოფნიდა. როცა წამოვიზარდე, მშობლებმა ინსტიტუტში მიმაბარეს, რომელიც წარმატებით დავამთავრე. კეთილი ადამიანების დახმარებით გოგონათა სკოლა გავხსენი, რომელიც მერე ქალთა გიმნაზიად გადაიქცა. საქმე კარგად წავიდა. შემოსავალი ლაღად ცხოვრების ნებას მაძლევდა.

დედაჩემის მამულის მეზობლად ჩემი ინსტიტუტის მეგობარი ცხოვრობდა. ის ცნობილი ორიოლელი ექიმის გოლოსტენოვის ცოლი იყო. ზაფხულობით ვნახულობდი მეგობარსა და მის ოჯახს. დავუახლოვდი მის მულს. ყველანი ახალგაზრდები ვიყავით, ვცხოვრობდით მეგობრულად და უდარდელად.

ამ დროს სულიერებისგან შორს მყოფი ხალხის თავს შავი ღრუბელი შეიყარა – ჩემი მეგობრის ქმარი ჰიპნოზმა და სპირიტიზმმა გაიტაცა და ჩვენც “დაგვასნეულა”. დიდი ინტერესით შევუდექით შესწავლას, პრაქტიკულად როგორ ხდებოდა სულების გამოცხადება. მაგრამ თუ ვისგან შეიძლება ყოფილიყო ეს, ამაზე არ დავფიქრებულვართ. არც გვაინტერესებდა – რაც მთავარია, ვმხიარულობდით და ვაცოცხლებდით სოფლის ერთფეროვან ცხოვრებას. ჩვენ გვშიოდა სულიერი საჭმელი, რომელსაც ვერც მეცნიერება გვაძლევდა და, როგორც მაშინ ვფიქრობდით, ვერც რელიგია.

მალე თეორიიდან პრაქტიკაზე გადავედით: დავიწყეთ აზრების გამოცნობა, შთაგონება. ვატრიალებდით თეფშს და უხილავ სამყაროსთან კავშირს ვამყარებდით ამ “მეცნიერების” იმავე მეთოდებით და ხერხებით, რომლითაც დღესაც არიან გატაცებულნი ქრისტეს სარწმუნოებისაგან შეგნებულად თუ შეუგნებლად განდგომილები. ამ საქმეში ყველაზე მეტად წარვემატეთ მე და ჩემი მეგობრის ქმარი. “მეცნიერების სასწაულების” ქმნაში ისე გავერთეთ, რომ ხშირად ხორციელი დასვენებაც კი გვავიწყდებოდა.

მაგრამ დადგა ჩვენი უგუნურებისთვის ანგარიშსწორების ჟამი. ჩემი მეგობრის ანგელოზის დღეს ყველანი მასთან შევიკრიბეთ. ის სოფელში წირვაზე წასულიყო. სუფრაზე ეწყო ჩაი, ღვეზელი. როგორც კი დაბრუნდა და ჩაი მივირთვით, გასართობად დავიწყეთ ერთმანეთისთვის აზრების შთაგონება. გადაწყდა – მე სახლის უკიდურეს ოთახში რაღაც მომეფიქრებინა და ის შთაგონებით მეგობრის მულს უნდა შეესრულებინა.

ეს ოთახი გახლდათ მეგობრის ქმრის კაბინეტი. კაბინეტში შესვლისთანავე თვალში მომხვდა საწერ მაგიდაზე დადებული წირვიდან მოტანილი ნაკვეთი ცხრანაწილიანი, დიდი სეფისკვერი. სეფისკვერი ხელში ავიღე, ხელსაბანზე დავდე და ჩავიფიქრე – მან (ჩემი მეგობრის მულმა) ეს სეფისკვერი ისევ საწერ მაგიდაზე დადოს-მეთქი. მერე კი მათ დავუძახე: მზადაა! ყველანი გამოვიდნენ სამზარეულოდან. მეგობრის მული უყოყმანოდ მივიდა საწერ მაგიდასთან, მერე კი ხელსაბანთან. ის იყო, სეფისკვერი უნდა აეღო, რომ თითქოს უხილავმა, ძლიერმა ხელებმა უკან გადმოაგდო და იატაკზე გონდაკარგული დაენარცხა. ამ დროს მეც ბნედამ მომიარა და იატაკზე ვიკრუნჩხებოდი. შთაგონებამ გოგონას მალევე გაუარა, მე კი სამი საათის შემდეგღა მომიყვანეს გონს. ჩვენ არაფერი გვახსოვდა და ვერ ვხვდებოდით, ასე რატომ დაგვემართა. უკვირდა ექიმსაც. სრულად

READ  „არ გაბედოთ შემოიტანოთ ვაქცინა, რომელიც არ იქნება WHO-ს მიერ დამტკიცებული“- გიორგი ფხაკაძე

#drpkhakadze #sheniambebi

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
გროჟნიანი, ხორვატია: არტისტების ქალაქი

გროჟნიანი, ხორვატია: არტისტების ქალაქი

8 April, 2025
რომელ პრობლემებზე შეიძლება მიანიშნებდეს მუდმივად ცივი კიდურები?! – ზოგჯერ სერიოზულ დაავადებაზე მიგვანიშნებს

რომელ პრობლემებზე შეიძლება მიანიშნებდეს მუდმივად ცივი კიდურები?! – ზოგჯერ სერიოზულ დაავადებაზე მიგვანიშნებს

აპრილი 8, 2025
საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი „გაზაფხულის რითმები“ თბილისში – კულტურული სპექტაკლი 2025 წლის აპრილში

საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი „გაზაფხულის რითმები“ თბილისში – კულტურული სპექტაკლი 2025 წლის აპრილში

9 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი