ორშაბათი, ნოემბერი 3, 2025
spot_img
მთავარიპირადი ისტორიებივიდეო: „ბაუნტი“ და საღეჭი რეზინა მაჩუქა. მერე მითხრა, ვერ ხვდები, რომ მიყვარხარო?.....

ვიდეო: „ბაუნტი“ და საღეჭი რეზინა მაჩუქა. მერე მითხრა, ვერ ხვდები, რომ მიყვარხარო?.. ვუპასუხე, „მეც ის, რაც შენ თქვი“ – თამუნა ნიკოლაძის სიყვარულის ისტორია

„ნიკოლოზის კითხვების“ სტუმარი მსახიობი თამუნა ნიკოლაძე იყო. თამუნა ნიკოლაძემ პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

კითვაზე, მოუწია თუ არა როდისმე პირადსა და პროფესიას შორის არჩევანის გაკეთება, თამუნა ნიკოლაძე პასუხობს:

„მგონია, რომ ჩემ პირად ცხოვრებას ბევრი რამ დავაკელი. პატარა გოგო აღარ ვარ, პირადი ცხოვრება არ მაქვს, ოღონდ ვერ ვიტყვი, რომ მცდელობები არ მქონდა, ან არ მინდოდა, იყო სურვილები, რომლის გამოც ბევრი ვიბრძოლე. ყველაფერი ვცადე, მაგრამ არ გამოვიდა..

მგონია, რომ ქალმაც და კაცმაც დრო უნდა გადაანაწილოს და კარიერასაც და პირადსაც თანაბრად უნდა დაუთმოს დრო. რთულია, მაგრამ ეს უნდა გავაკეთო, ეს შესაძლებელია“, – აღნიშნა თამუნა ნიკოლაძემ.

მსახიობმა გაიხსენა ისტორია, როდესაც სიყვარული პირველად აუხსნენს.

„ძალიან კარგი ადამიანი იყო. (ახლა სამწუხაროდ გარდაცვლილია) „ბაუნტი“ და საღეჭი რეზინა მაჩუქა. მერე მითხრა, ვერ ხვდები, რომ მიყვარხარო? მეც მომწონდა, მაგრამ მორიდებულად ვუპასუხე, „მეც ის, რაც შენ თქვი“.. ბევრჯერ და ერთნაირად სიყვარული ჩემთვის წარმოუდგენელია, მე არ გამომდის. ოჯახი რომ შევქმენი, საკმაოდ მოზრდილი გოგონა ვიყავი და ძალიან შეყვარებული. დაშორების მერე პროფესია ძალიან დამეხმარა. რთული პერიოდი მქონდა. ჯანმრთელობაზეც იმოქმედა ნერვიულობამ. მე მაინც ვფიქრობ, რომ მაშინ როგორც განვიცადე, ამდენიც არ იყო საჭირო“, – იხსენებს მსახიობი.

 

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  "გამიჩნდა კვანძები, გავხდი საოპერაციო... ვეღარ ვიმატებ, შემეცვალა გემოვნება, მირეკავდნენ, რა მოგივიდაო" - რა პრობლემები შეუქმნა სოფო ჯაფარიძეს პოპულარულმა დასაკლებმა პრეპარატმა?
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი