Vatican News: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიაზე კარდინალმა კურტ კოხმა რომის პაპის მიმართვა წაიკითხა, რომელშიც ლეო XIV ილია მეორეს „შერიგების ხმას“ და „ერთობის დაუღალავ მშენებელს“ უწოდებს

Georgian update logo: white 'ag60' icon inside a rounded white square on an orange background, with the Georgian word 'განახლება' beneath.
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიაზე კარდინალმა კურტ კოხმა რომის პაპის მიმართვა წაიკითხა, რომელშიც ლეო XIV ილია მეორეს „შერიგების ხმას“ და „ერთობის დაუღალავ მშენებელს“ უწოდებს. ამის თაობაზე გამოცემა Vatican News-ი წერს.

„მიმართვაში პაპი ლეო XIV ხაზს უსვამს საქართველოს პატრიარქის როლს ეპოქალური ცვლილებების რთულ პერიოდში, მათ შორის, 1991-1993 წლების სამოქალაქო ომის დროს და აღნიშნავს, რომ პატრიარქად მსახურების პერიოდში ის ბევრი ადამიანისთვის გახდა სულიერი ლიდერი, შერიგების ხმა და ერთობისთვის დაუღალავი მებრძოლი.

პაპი ასევე ძმურ თანადგომას უცხადებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს“, – ნათქვამია სტატიაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის