„არის დღეები, პურის ფული არ მაქვს ჯიბეში…“ – გივიკო დიდიას ემოციურმა პოსტმა საზოგდოება აატირა

„არის დღეები, პურის ფული არ მაქვს ჯიბეში…“ – გივიკო დიდიას ემოციურმა პოსტმა საზოგდოება აატირა | შენი განათლება
1 წუთიანი წაკითხვა

ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„ძალიან არ მინდოდა ამ პოსტის დაწერა, მაგრამ ხანდახან ვეღარ ვითმენ ჩემს დაგროვებულ გულის ტკივილებს და ვიტყვი, ზუსტად ვიცი, რომ სწორად გამიგებთ.

დღეს „ახალშობილ“ დაჩის საჩუქარი გამოუგზავნეს და იმის მაგივრად, ხალხს რომ გაუხარდეს, შურთ, სწყინთ სამწუხაროდ. გაჭირვებულებს დაეხმარონო. ეს ხალხი მე რატო მთხოვს სხვის და საკუთარი თავის გასაკეთებელს, ვერ ვხვდები. იმის ნახევარიც არ ექნებათ გაცემული, რასაც მე გავცემ ჩემი ჯიბიდან, ჩუმად, ყოველდღიურად.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ვინც ჩემი აქტიური მაყურებელი ხართ, კარგად იცით, რამდენ გაჭირვებულ ოჯახს, მოხუცებულს და ბავშვებს დავეხმარე და მომავალშიც იგივეს გავაკეთებ. არის დღეები, მართლა პურის ფული არ მაქვს ჯიბეში, თუმცა ამას ვერავინ ამჩნევს, იმიტომ რომ არ მიყვარს წუწუნი და სხვას ვერაფერს მოვთხოვ. მეც ისე ვწვალობ და ვშრომობ ყოველდღე, როგორც თქვენ.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

ჩემს უკან ოჯახია, რომელსაც უამრავი რამე სჭირდება და რას მავალდებულებთ, მართლა ვერ ვხვდები. არა აქვს გივიკო დიდიას ბევრი ფული, გული აქვს კეთილი, ზედმეტად კეთილი და მიმტევებელი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ბევრის თავხედურ გამოხტომებს ითმენს და თუ აქ რომელიმე ჩემი უახლოესი მეგობარი წაიკითხავს ამ პოსტს, გეტყვით, როგორ განვიცდი და ვდარდობ, რასაც ახლა ვწერ და ერთ სიტყვასაც რომ არ ვიტყუები. დავიღალე“, – წერს გივიკო დიდია.

სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2024). „არის დღეები, პურის ფული არ მაქვს ჯიბეში…“ – გივიკო დიდიას ემოციურმა პოსტმა საზოგდოება აატირა. 10 თებერვალი, 2024. https://sheniganatleba.ge/არის-დღეები-პურის-ფული-ა/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. „არის დღეები, პურის ფული არ მაქვს ჯიბეში…“ – გივიკო დიდიას ემოციურმა პოსტმა საზოგდოება აატირა [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 24]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a4%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%90/
sheniganatleba.ge
READ  კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე "კოლუმბიის უნივერსიტეტში” სრული დაფინანსებით განაგრძობს სწავლას - როგორ აიხდინა ბავშვობის ოცნება და რა გზა გაიარა აქამდე
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network