ჩინეთში არქეოლოგებმა 2 400 წლის უნიტაზი იპოვეს, რომელსაც ჩარეცხვის სისტემა ჰქონდა

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა
უნიტაზი

არქეოლოგებმა ჩინეთში შესაძლოა ჩარეცხვის მექანიზმის მქონე მსოფლიოს უძველესი უნიტაზი აღმოაჩინეს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, 2 400 წლის უნიტაზის ნატეხები მკვლევრებმა 2022 წლის ზაფხულში, ქალაქ ქსიანში იპოვეს, თუმცა აღმოჩენის დეტალები მხოლოდ გასულ კვირას გასაჯაროვდა.

არქეოლოგები უნიტაზს „ფუფუნების ობიექტად“ მოიხსენიებენ და ვარაუდობენ, რომ ის სასახლეში იყო დამონტაჟებული, მილით კი გარეთ გათხრილ ორმოს უკავშირდებოდა. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ტუალეტების საკითხი ცივილიზებული ქალაქების მშენებლობის მნიშვნელოვანი ასპექტია, მათი აღმოჩენა კი იმაზე მეტყველებს, რომ ჩინეთში სანიტარიის საკითხს სერიოზულად უდგებოდნენ. არქეოლოგების საქმიანობის შემდეგი ეტაპი ტუალეტის ირგვლივ ნიადაგის შესწავლაა, რაც სასახლის ბინადრების რაციონის დადგენაში დაეხმარებათ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

აქამდე ჩარეცხვის მექანიზმიანი უნიტაზის პირველ გამომგონებლად ინგლისელ მწერალ ჯონ ჰარინგტონს მიიჩნევდნენ. მან თავისი გამოგონება ინგლისის დედოფალ ელიზაბეტისთვის, მე-16 საუკუნეში დაამონტაჟა. საინტერესოა, რომ ჰარინგტონი ცნობილი ინგლისელი მსახიობის, კიტ ჰარინგტონის წინაპარია, რომელმაც სახელი „სამეფო კარის თამაშებში“ ჯონ სნოუს როლის შესრულებით გაითქვა.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

#drpkhakadze  #sheniganatleba

📍 თავისუფლების მოედანი, თბილისი

© OpenStreetMap contributors · PHIG

სტატიის ციტირება
SheniGanatleba.ge. ჩინეთში არქეოლოგებმა 2 400 წლის უნიტაზი იპოვეს, რომელსაც ჩარეცხვის სისტემა ჰქონდა [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 4]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%a9%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%97%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a5%e1%83%94%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%9b%e1%83%90-2-400-%e1%83%ac%e1%83%9a/
sheniganatleba.ge
READ  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network