ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს სტუმარი ანა-მარია ფოჩხუა იყო. ანა-მარია საზოგადოებამ რუსთაველზე მიმდინარე აქციების დროს გაიცნო.
„უცხოური გავლენების გამჭვირვალობის“ კანონპროექტის გაპროტესტებისას ის ამაყად მიაბიჯებდა რუსთაველის გამზირზე დროშით ხელში.
ანა-მარია ბავშვობაში სამოდელო სააგენტოშიც დადიოდა და ცეკვაზეც. ამჟამად ის იოგას ინსტრუქტორია.
საკუთარ თავზე საუბრისას ანა-მარიამ აღნიშნა:
„ვარ 24 წლის. პროფესიით სოციოლოგი და იოგას ინსტრუქტორი. ვარ ასევე ფოტომოდელი. წარმოშობით აფხაზეთიდან ვარ, მამაჩემი და მისი ოჯახი აფხაზეთში ცხოვრობდა..
აქციებზე წინა დღესაც ვიყავი, სანამ იმ ვიდეოს გადამიღებდნენ.. არასდროს მენდომება, რომ რუსეთს საქართველო ლანგარზე დადებული მივართვათ, ძალიან ცუდია, ასეთი დაყოფილები რომ ვართ, მაგრამ რუსეთი რომ მოგწონს, უკვე ჩემთან არ ხარ“. – აღნიშნა ანა მარიამ.
მან იმ ემოციებზე ისაუბრა, როდესაც ერთ დღეს გაიღვიძა და ძალიან პოპულარული იყო.
„ორი კვირა ვიმალებოდი..(იცინის) ტიკ-ტოკი არ მაქვს. მეგობარმა გამომიგზავნა ვიდეო და უკვე ძალიან ბევრი ნახვა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში მაქვს გადაღებები და საზოგადოების რაღაც ნაწილი მიცნობდა, არასდროს მდომებია და მით უფრო საქართველოს ხარჯზე არ მინდოდა პოპულარობა. ეს ჩემი მიზანი ნამდვილად არ იყო.“, – ამბობს ანა-მარია.
მასალის გამოყენების პირობები