ჟურნალისტმა თამუნა მუსერიძემ 8-წლიანი ძებნის შემდეგ, ბიოლოგიური მშობლები იპოვა. მუსერიძემ 31 წლის ასაკში გაიგო, იმის შესახებ, რომ ის “აყვანილი“ იყო. მას შემდეგ ბიოლოგური მშობლების ძიება არ შეუწყვეტია.
გუშინ თამუნამ მორიგი ემოციური ვიდეო გაავრცელა, სადაც მისი და ბიოლოგიური მამის შეხვედრაა ასახული. თამუნა მშობლის სანახავად მეუღლესთან ერთად ჩავიდა. ვიდეოში ბევრმა იცნო ცნობილი მეგრელი ქორეოგრაფი გურგენ ხორავა. სწორედ ის აღმოჩნდა თამუნას ბიოლოგიური მშობელი და გოგონას სახლშიც უმასპინძლა.
“ეს კაცი მოცეკვავე არაა, გურგენ ხორავა?” – იკითხა ვიდეოს კომენტარებში მუსერიძის ერთ-ერთი ნაცნობმა, რაზეც ჟურნალისტმა უპასუხა: “გამომყვა გენები?”.
- გურგენ ხორავა ცნობილი ქართველი მსახიობი, მოცეკვავე და ქორეოგრაფია, ის ცეკვავდა „სუხიშვილებში”, არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის სახალხო ქორეოგრაფიულ ანსამბლ “ფენიქსის” სამხატვრო ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი. წყარო