თამბაქოს კონტროლის ალიანსის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა

SheniGanatleba.ge
3 წუთიანი წაკითხვა

თამბაქოს კონტროლის ალიანსი პარლამენტში ახალ, საკანონმდებლო წინადადებას შეიტანს, რომლის თანახმად, მოითხოვენ, 2024 წლის 31 ივნისიდან არამხოლოდ ძალაში შევიდეს რეგულაცია თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვის შესახებ, მოიხსნას ყოველგვარი საშეღავათო ვადა, რომელიც თამბაქოს მწარმოებელ და რეალიზატორ კომპანიებს რეგულაციის ამოქმედებამდე  წარმოებული ძველი პროდუქციის ამოსაყიდად მიეცათ.

„სამწუხაროდ,  2023 წლის 13 დეკემბერს, პარლამენტმა, თამბაქოს ერთ-ერთი კომპანიის „ფილიპ მორისის“ მოთხოვნის შესაბამისად, მიიღო საკანონდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვით რეალიზაციის ძალაში შესვლის ვადებმა კიდევ ერთხელ გადაიწია. ამასთან, გასახურებელი თამბაქო, ე.წ. „აიქოსი“ სადა შეფუთვის რეგულაციის ვალდებულებიდან ამოიღეს და თამბაქოს კოლოფებზე ინგლისურენოვანი წარწერები დაუშვეს.

ეს იყო, თამბაქოს ინდუსტრიის ხელისუფლებასთან გარიგებით მიღებული საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიზანიც სადა შეფუთვის რეგულაციის კიდევ ერთხელ, მთელი რვა თვით  გადაწევა იყო, რისთვისაც საკანონმდებლო ცვლილების ალოგიკური მოტივი შეთხზეს, თითქოს ინდუსტრია ძველი საქონლის ამოყიდვას ვერ შეძლებდა და გაკოტრდებოდა.

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

წარმოუდგენელია საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ზრუნავდნენ იმ ბიზნესის ინტერესებზე, რომელიც, როგორც საყოველთაოდ ცნობილია, მომაკვდინებელ პროდუქციას აწარმოებს და არ ერიდება მასობრივად კანონის დარღვევას, რათა მისი პროდუქტების მომხმარებლები გახდნენ ბავშვები და ახალგაზრდები. ამის ნათელი მაგალითია, თამბაქოს კონკრეტული ბრენდებისა და ახალი ნაწარმის (ელ. სიგარეტები, გასახურებელი თამბაქოს ნაწარმი) მასობრივად უკანონო რეკლამირება და პოპულარიზაცია პოსტპანდემიურ პერიოდში.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

ინდუსტრიას სადა შეფუთვის რეგულაციის მიღებიდან მის ამოქმედებამდე საკმაოზე მეტი დრო აქვს, რათა ძველი პროდუქცია ჩვეულებრივი შეფუთვით ამოყიდოს. ჩვენი ცვლილების პროექტის თანახმად, ასევე უნდა აიკრძალოს თამბაქოს ნაწარმის კოლოფებზე ინგლისურენოვანი წარწერები და სადა შეფუთვის რეგულაცია აუცილებლად შეეხოს გასახურებელი თამბაქოს ნაწარმსაც, რომელზეც თამბაქოს კანონის ნებისმიერი რეგულაცია ისევე უნდა მოქმედებდეს, როგორც თამბაქოს კლასიკური ნაწარმის და ელექტრონული სიგარეტის შემთხვევაში. ჩვენი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი საქართველოს ხელისუფლებას საშუალებას მისცემს როგორც ქართველ საზოგადოებას, ისე საერთაშორისო მასშტაბით აჩვენოს, რომ მისი სამოქმედო სტრატეგიის განმსაზღვრელი ხალხის და მომავალი თაობის კეთილდღეობა, ჯანსაღ გარემოზე და  ჯანმრთელ მომავალზე ზრუნვაა და არა კონკრეტულ კრიმინალურ ბიზნესთან საეჭვო გარიგებები.

READ  გაფრთხილება მძღოლებს - ხაშური-ახალციხე-ვალეს გზის მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა

მიუღებელია ქვეყანაში მოქმედებდეს რეგულაცია, რომლის ოფიციალური ავტორი  თამბაქოს ინდუსტრიაა, მისი წარმდგენი კი არც მეტი, არც ნაკლები პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრები. ეს არის პარლამენტარის ისტორიაში უპრეცედენტო და არაეთიკური ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის 5.3 მუხლის მოთხოვნებს, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია ჯანდაცვითი გადაწყვეტილებების მომზადების, მიღებისა და განხორციელების პროცესში თამბაქოს ინდუსტრიის მონაწილეობა. ფაქტია, პირდაპირ მოხდა კონკრეტული თამბაქოს მწარმოებლის კონკრეტული ბრენდის უკანონო ლობირება, რასაც შესაბამისი რეაქცია უნდა მოჰყვეს, როგორც კოლეგების, ასევე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდანაც.

ვიმედოვნებთ, საქართველოს პარლამენტი და მთავრობის ახალი ხელმძღვანელი, ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვისას საზოგადოებაზე ზრუნვის მოტივით იმოქმედებენ და არა თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესების შესაბამისად“,- ნათქვამია თამბაქოს კონტროლის ალიანსის განცხადებაში .

📍 საქართველოს პარლამენტი

© OpenStreetMap contributors · PHIG

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniGanatleba.ge. თამბაქოს კონტროლის ალიანსის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 1]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c/
sheniganatleba.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network