ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
Google search engine
მთავარისაკითხავი ისტორიებითუ მხოლოდ გზის ფული გვაქვს და მათხოვარმა გვთხოვა, როგორ მოვიქცეთ? - ნახეთ,...

თუ მხოლოდ გზის ფული გვაქვს და მათხოვარმა გვთხოვა, როგორ მოვიქცეთ? – ნახეთ, მამა გაბრიელის პასუხი

გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე სამთავროს დედათა მონასტერში საოცრად ნაღვაწ, არქიმანდრიტ გაბრიელთან რუსეთის ფარულ მოღვაწეს, ღვთისაგან წინასწარჭვრეტის ნიჭით ცხებულ უსინათლო ანუსიას უსტუმრია. შინ რომ ბრუნდებოდა, მონასტრის ეზოში, კიბეზე ჩამომჯდარი ბერისათვის კურთხევა უთხოვია. ამ უკანასკნელსაც ტირილით ჩაუკრავს გულში, დაულოცავს და უთქვამს: – მივდივარო.

ანუსიას უკითხავს, – თქვენს შემდეგ ვის ტოვებთო, თვალცრემლიან გაბრიელს უპასუხია:

– არავის, ჩემს შემდეგ აღარავინ იქნებაო…

გაბრიელ ბერის ცხოვრება სასუფევლისაკენ მავალი ერთიანი გზა იყო. სამთავროს სენაკში კუბო ედგა და ხშირად მასში მწოლიარე ქადაგებდა ხოლმე. ყველას აჩვევდა, რომ სხეულზე ზრუნავზე აღმატებული სულზე ზრუნვა იყო. თუ ექიმი მოვიდოდა, ეტყოდა ხოლმე: – მინდა, რომ ექიმებმა ჯერ თქვენს თავს უშველოთო.

გაბრიელ ბერი მძიმედ იყო დასნეულებული, წყალმანკით დაავადებულს თორმეტი ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული მუცლის არეში. ბოლოს, წვრილი მილიც კი დაუტოვეს წყლის ამოსაღებად. ამას თან ერთვოდა კბილების ტკივილი, თიაქრის ჩაჭედვა და სხვა მრავალი სნეულება, რომლებსაც უხმოდ ითმენდა. ოპერაციებს ან სენაკში უკეთებდნენ, ან სენაკის წინ.

მრევლის დაჟინებული თხოვნით, გაბრიელმა მირიან მეფის კოშკის გვერდით, მომცრო სენაკის მიშენების კურთხევა მისცა. იქ მეტი სინათლე და ჰაერი იყო. კარს გააღებინებდა და ხალხს უყურებდა ხოლმე. ეს გაუსაძლის ტკივილს ავიწყებდა, ათმენინებდა. მომსვლელს თუ წამსვლელს ცრემლიან თვალს გააყოლებდა და ლოცავდა ხოლმე. თუ ისე დაღამდებოდა, რომ არავინ მოვიდოდა, გულდაწყვეტით იტყოდა:

– დღეს ჩემთან არავინ მოვიდა, აღარავის ვჭირდები და ღმერთი აუცილებლად გამიყვანსო.

საკუთარ საფლავზე, როგორც უკვე არსებულზე, ისე ლაპარაკობდა და ანდერძად ტოვებდა: “ჯერ ჩემი მოძღვრის საფლავი უნდა გაიხსნას. მე როგორც დავასაფლავე, ისევე იქნება. გულზე სახარება ადევს. შემდეგ – ჩემი, მე უხრწნელი ვიქნებიო” და წმინდა ნექტარიუსის ფოტოზე მიანიშნებდა ხოლმე, რომელზეც წმიდანი უხრწნელად იყო წარმოჩენილი და სახით მამა გაბრიელს ჩამოჰგავდა.

ერთხელ ჰკითხეს: – მამაო, როგორ ახერხებთ ეშმაკთან ბრძოლასო. ორმოცდაათი წელიწადია, მაგას ვსწავლობ! შენ ახლავე გინდა, ისწავლოო? – გაეღიმა.

READ  რატომ სჯიდნენ სიკვდილით ტანსაცმლის რეცხვის გამო მონღოლებს

– მამა გაბრიელ, თუ მხოლოდ გზის ფული გვაქვს და მათხოვარმა გვთხოვა, როგორ მოვიქცეთო, – ჰკითხეს. სახარებაში წერია, – ორი სამოსი რომ გაქვს, ერთი გაეცი, ის კი არ წერია, ერთი რომ გაქვს, ისიც მიეციო… ფული რომ მისცე და გზაში რამე დაგემართოს, ღვთის წინაშე შენ აგებ პასუხს… ეს ბერთა საქმეა და არა ერისკაცთაო…

– მონასტერში შეიძლება ყოველგვარი შემოწირულობის მიღება?

– არ შეიძლება, რომ კაცმა ნებისმიერი შემოწირულობა მიიღოს. ეს ძალიან საშიშია… არსებობს ფული, რომელშიც იუდას წილი ძევს, ამიტომ ასეთი ფულის აღება დამღუპველია, დიდ ცოდვაში ჩაგაგდებს, მდგომარეობიდან ვერ გამოხვალ და დაიღუპები… ასეთი ფულის გაწმენდა მხოლოდ ეკლესია-მონასტრებს შეუძლიათ, წმინდანებს და მეც შემიძლია…

– მამა გაბრიელ, მიცვალებულისთვის ჯვრის ჩატანება აუცილებელია?

– მიცვალებულს გულზე აუცილებლად უნდა ეკეთოს ხის სადა ჯვარი, ხელშიც ხის ჯვარი ეჭიროს, ოქროს ან რაიმე ნივთიერებისგან შექმნილი ჯვარი, რომელიც მიწაში არ იშლება, არ უნდა ჩავატანოთ. ქრისტე აღდგა და ჩვენ მიწაში ხომ არ ჩავტოვებთ?!

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.