ორშაბათი, აპრილი 7, 2025
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებითუ ხორვატიის ამ ქალაქში დასახლდებით, სახლის ყიდვას 13 ცენტად შეძლებთ- რა კრიტერიუმებს...

თუ ხორვატიის ამ ქალაქში დასახლდებით, სახლის ყიდვას 13 ცენტად შეძლებთ- რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ ამისთვის?

ბოლო რამდენიმე წელია, რაც იტალიის პატარა ქალაქებმა საკმაოდ უჩვეულო კამპანიები დაიწყეს- ისინი ქალაქებში დასახლების მსურველებს სახლებს უფასოდ, ან განსაკუთრებული პირობებით სთავაზობენ. პირობები განსხვავდება, თუმცა მათი მიზანია ერთია- იტალიის პატარა დასახლებები ხალხისგან არ დაიცალოს და მათ ახალი ფურცლიდან დაიწყონ ცხოვრება.

როგორც ჩანს, ასეთმა განსაკუთრებულმა შეთავაზებებმა გაამართლა და იტალიის მსგავსად სხვა ქვეყნებსაც გაუჩნდათ მსგავსი იდეა.

მსგავსი კამოანია ხორვატიაშიც დაიწყეს, თანაც სახლის მიზერულად დაბალ ფასად მისაღებად სულაც არის აუცილებელი ხორვატიის მოქალაქე იყოთ!

ლეგრადია – ჩრდილოეთ ხორვატიაში მდებარე ქალაქია, მინდვრებით და ტყეებით შემოსაზღვრული სივრცე, 2241 მოსახლით და ვაჭრობის დიდი ისტორიით. 1488 წელის ის მთავარი სავაჭრო ქალაქი იყო.

მეჩვიდმეტე საუკუნეში აქ იკრიბებოდნენ ვენეციელი და იტალიელი ვაჭრები, რადგან სწორედ ლეგრადში მდებარეობდა მსხვილფეხა საქონლის მთავარი სავაჭრო პუნქტები.

ლეგრადის მოსახლეობა 1918 წლის შემდეგ მცირდება, ეს ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაშლამ განაპირობა. დღეს, ქალაქი ახალ მოსახლეებს ეძებს.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად ქალაქ სახლების გაყიდვა 13 ევრო ცენტად დაიწყეს. ამ თანხად შესაძლებელია ასევე მიწის ნაკვეთის შეძენაც სამომავლოდ სახლის აშენების პერსპექტივით.

რაც შეეხება აუციელებელ კრიტერიუმებს:

  • მყიდველები აუცილებლად 45 წლამდე უნდა იყვნენ,
  • სავალდებულოა ქორწინებაში ყოფნაც,
  • არ უნდა იყვნენ ნასამართლევი და სხვა რაიმე ქონებასაც არ უნდა მფლობდნენ.
  • დამატებით შანსებს მიიღებენ წყვილები ბავშვებით.
  • ხორვატიული მოქალაქეობა საჭირო სულაც არ არის.

13 ცენტად სახლების გაყიდვა ქალაქში ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყეს. მას შემდეგ ახალი მოსახლეების დამსახურებით ლეგრადში საცხოვრებლად აუცილებელი დაწესებულებები გაჩნდა – სკოლა, აფთიაქი, ექიმი, სტომატოლოგი და ახალი მაღაზიები.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba #shenihoroskopi

მასალის გამოყენების პირობები
READ  რა არის სკოლებში სისხლიანი გარჩევების მთავარი მიზეზები - თემა კლინიკურმა ფსიქოლოგმა დეტალურად გამოიკვლია
მსგავსი პოსტები
იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

6 April, 2025
პაციენტთა საბჭოს მორიგი შეხვედრა კლინიკა “პინეოში” – პაციენტთა განათლებისა და ჩართულობის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯი

პაციენტთა საბჭოს მორიგი შეხვედრა კლინიკა “პინეოში” – პაციენტთა განათლებისა და ჩართულობის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯი

აპრილი 6, 2025
“ერთი გაბრაზებული თაობა თუ დამხვრეტს, მეორე მკვდრეთით აღმადგენს” – 6 აპრილს გენერალი გიორგი მაზნიაშვილი დაიბადა

“ერთი გაბრაზებული თაობა თუ დამხვრეტს, მეორე მკვდრეთით აღმადგენს” – 6 აპრილს გენერალი გიორგი მაზნიაშვილი დაიბადა

6 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი