პარასკევი, დეკემბერი 26, 2025
spot_img
მთავარიპირადი ისტორიები„თქვენი მხარდაჭერის და გამხნევების იმედი მაქვს... როგორი რთულიც არ უნდა იყოს, ცხოვრება...

„თქვენი მხარდაჭერის და გამხნევების იმედი მაქვს… როგორი რთულიც არ უნდა იყოს, ცხოვრება გრძელდება…“

მომღერალი სალომე ბაკურაძე დღეს, რადიო „იმედში“ საკუთარ გადაცემას დაუბრუნდა. მისი მეუღლის, ბიზნესმენ ლაშა ბასლანძის გარდაცვალების შემდეგ, სალომე საჯაროდ პირველად გამოჩნდა.

გადაცემის დაწყებამდე მან მაყურებელს მიმართა.

„დღეს ათი დეკემბერია, ოთხშაბათი საღამო კი იმას ნიშნავს, რომ გადაცემა „არტისტული ოთხშაბათი“ სალომე ბაკურაძესთან ერთად გრძელდება. გრძელდება ისე, როგორც გრძელდება ცხოვრება.

როგორი რთულიც არ უნდა იყოს, როგორი რთული პერიოდიც არ უნდა იდგეს ჩვენს ცხოვრებაში, როგორც არ უნდა გვიჭირდეს, რა განწყობაზეც არ უნდა ვიყოთ და როგორც არ უნდა გვინდოდეს ამის გაკეთება, მაინც გრძელდება…

სანამ ცოცხლები ვართ, ვფიქრობ, ჩვენი ვალია ერთმანეთს ბევრი სიკეთე გავუკეთოთ, მეტად სასარგებლოები ვიყოთ ერთმანეთისთვის. ამიტომაც, მე თქვენი მხარდაჭერის და გამხნევების ძალიან დიდი იმედი მაქვს, ვაგრძელებ ცხოვრებას იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი სიკეთე მოგიტანოთ, მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ, არტისტული.

და აქვე აღვნიშნავ ჩემი რადიოს, კოლეგების და მეგობრების მხარდაჭერას. მე თქვენ ძალიან მიყვარხართ, დიდი მადლობა ყველაფრისთვის. მაშ ასე, მე ვაგრძელებ და მე ვიწყებ…“, – თქვა სალომე ბაკურაძემ.

ასევე ნახეთ:

როდის ენიშნება არასრულწლოვანს პენსია და ვინ ითვლება მარჩენალდაკარგულად

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  „გარდაცვალების მეორე დღეს დედამ მკითხა, გამაგებინე, რატომ მიზის აქ ორი დღეა ჯანსუღიო“ – თაკო ჩარკვიანის ემოციური ინტერვიუ
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი