ხუთშაბათი, იანვარი 22, 2026
spot_img
მთავარიპირადი ისტორიები„იამაყე იმით, ვინც ხარ, რადგან ნამდვილი ფასეულობა ადამიანობაშია“ - ინგა თოფურიას ემოციური...

„იამაყე იმით, ვინც ხარ, რადგან ნამდვილი ფასეულობა ადამიანობაშია“ – ინგა თოფურიას ემოციური წერილი შვილს

UFC-ის ორი წონის ჩემპიონი ილია თოფურია იუბილარია. ილია 29 წლის გახდა. ილიას დედა, ინგა თოფურია სოციალურ ქსელში მისალოც პოსტს აქვეყნებს.

„დაბადების დღეს გილოცავ, ილია, დე. დღეს შენს ცხოვრებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წელი ემატება – 29 წელი სიძლიერის, შრომის და ზრდის.

შენ ხარ კარგი შვილი, მზრუნველი ძმა, მოსიყვარულე მამა და ერთგული მეგობარი – ადამიანი, რომლის გვერდით ყოფნა სიმშვიდეს და ნდობას გაძლევს.

შენი შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა გვასწავლის, რომ ღირსეულ გზას ყოველთვის მოაქვს შედეგი. არასდროს უშინდები სირთულეებს და ყოველთვის წინ მიდიხარ – ჩუმად, მაგრამ მტკიცედ.

გისურვებ ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და ძალას, რომ ყველა მიზანს კეთილი გულით და სუფთა სინდისით მიაღწიო. დაე, შენი გზა იყოს ნათელი, გული – სავსე სიყვარულით და ცხოვრება – შინაარსით. იამაყე იმით, ვინც ხარ, რადგან ნამდვილი ფასეულობა ადამიანობაშია.

გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო საამაყო შვილო. ღმერთმა მუდამ დაგლოცოს და დაგიფაროს “, – წერს ინგა თოფურია.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ვემზადები ქიმიოთერაპიისთვის. გადავიპარსე თავი… - პეტრე კოლხის მოულოდნელი აღიარება
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი